საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89442

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს და ცნობად მიიღეს თავმჯდომარის მოხსენება საზოგადოების მდგომარეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას შიო მღვიმელმა თავისი წიგნების ჰონორარიდან 30 000 მანეთი სთხოვა. პრეზიდიუმის დადგენილებით მწერალს თანხა მიღებული ჰქონდა. გამგეობამ ეს ფაქტი დაადასტურა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ანასტასია ხოშტარიამ თავისი წიგნების ჰონორარიდან 20 000 მანეთი სთხოვა. პრეზიდიუმის დადგენილებით ხოშტარიას თანხა მიღებული ჰქონდა. გამგეობამ ეს ფაქტი დაადასტურა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დაამთავრა ლექსიკონის გადაწერა. სულ გადაწერილი ჰქონდა 104442 სიტყვა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს პრეზიდიუმის მოხსენება რწმუნებულთა საზოგადო კრების მიწვევის შესახებ. განჩინების თანახმად, თბილისის გამგეობას დაევალა მთავარი გამგეობისთვის განყოფილების წევრთა სიის მიწოდება. შემდეგ უნდა განესაზღვრათ განყოფილების რწმუნებულთა რიცხვი და გაემართათ საზოგადოების რწმუნებულთა მორიგი კრება. თევდორე კიკვაძის წინადადება კრების 20 ივნისისამდე გამართვის შესახებ არ მიიღეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას კანცელარიის მსახურმა მიხეილ შიოშვილმა აუწყა, რომ თავს ანებებდა სამსახურს და ითხოვდა სალიკვიდაციო თანხას. გამგეობამ შიოშვილის სამსახურიდან გათავისუფლება და ორი თვის ჯამაგირის, 20 000 მანეთის, მიცემა გადაწყვიტა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით გიორგის ძე კარიჭაშვილის მონაწილეობით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მომსახურე პირთა თხოვნა ჯამაგირის გაზრდის შესახებ. გამგეობამ ამ საკითხთან დაკავშირებით პროექტის წარდგენა პრეზიდიუმს დაავალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ქართული სასოფლო-სამეურნეო საზოგადოების საბჭომ ამცნო, რომ აღარ კისრულობდა საგურამოს მამულის მოიჯარეობას, რადგან თავისი მამულებიც მიწათმოქმედების სამინისტროსთვის ჰქონდა გადაცემული. გამგეობამ ამ საკითხის შესწავლა პრეზიდიუმს დაავალა. ასევე გადაწყვიტა, საჭიროების შემთხვევაში საქმის უშუალოდ გასაცნობად წარმომადგენელი გაეგზავნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თევდორე კიკვაძის მოხსენება „დედა ენისა“ და „აკიდოს“ სარეცენზიოდ წარდგენის შესახებ. გამგეობამ „დედა ენის“ პირველი ნაწილის სარეცენზიოდ წარდგენა საჭიროდ არ ჩათვალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ეფროსინე აღლაძე სთხოვს დახმარების გაზრდას. განჩინების თანახმად, გამგეობას დაევალა სობესის წინაშე შუამდგომლობა ეფროსინე აღლაძის სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე (თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი) გამგეობამ განიხილა მაღაზიის მსახურ პ. გლადიშევის თხოვნა მამის ავადმყოფობის გამო დახმარების შესახებ. გამგეობამ დაადგინა, გლადიშევისთვის 10 000 მანეთი მიეცა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს ია კარგარეთელის თხოვნა, სახელმძღვანელოს ჰონორარიდან 100 000 მანეთი მიეცათ. კარგარეთელი დააკმაყოფილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე იმსჯელეს მაღაზიების სამუშაო გრაფიკის შესახებ. მთავრობის განკარგულების მიხედვით, მაღაზიები ღია უნდა ყოფილიყო დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე. საზოგადოების მაღაზიის გამგის აზრით, სავსებით შესაძლებელი იყო მაღაზიის დილის ცხრის ნახევარზე გაღება და ოთხ საათზე დაკეტვა. გამგეობა ამ მოსაზრებას დაეთანხმა. ოქმს ხელს აწერენ: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, შიო ზაქარიას ძე არაგვისპირელი (დედაბრიშვილი), კირილე იესეს ძე ნინიძე, მეთოდე მიხეილის ძე კაკაბაძე, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, ს. ბახტაძე.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს საქართველოს ხელოვანთა საზოგადოების თხოვნა, 26 მაისის მომწყობ კომისიაში ორი წარმომადგენლის გაგზავნის შესახებ. გამგეობამ დავით კარიჭაშვილი და კირილე ნინიძე შეარჩია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს მოხსენება საგურამოს მამულის მდგომარეობის შესახებ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 13 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ეფროსინე აღლაძე სთხოვს დახმარების გაზრდას. განჩინების თანახმად, გამგეობას დაევალა სობესის წინაშე შუამდგომლობა ეფროსინე აღლაძის სოციალური დახმარებით უზრუნველყოფის თაობაზე.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაიბეჭდა საქართველოს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის „მიმართვა სოციალისტური პარტიებისა და მუშათა ორგანიზაციებისადმი“ ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის გამო. მიმართვას ხელს აწერენ ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი და ნოე რამიშვილი.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაბეჭდილი „მიმართვის სოციალისტური პარტიებისა და მუშათა ორგანიზაციებისადმი“ ავტორები – ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი, ნოე რამიშვილი – მოითხოვენ, ამ ორგანიზაციებმა მოსკოვის მთავრობას მოსთხოვონ საქართველოდან ჯარების გაყვანა; ქართველ ხალხს მისცენ საშუალება, თავისი ბედი განაგოს და სახელმწიფო თავისუფლად მოაწყოს.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაბეჭდილ კარლ ბრანტინგის წერილში „ერის მკვლელობა“ აღნიშნულია, რომ პატარა, მშვიდი ქვეყანა, სადაც სამი წელიწადია არსებობს სოციალისტური მთავრობა, რომელსაც მხარს უჭერს ერის დიდი უმრავლესობა, და რომელიც იცავს მშვიდობას, გახდა საგანი მოსკოვის მხეცური შემოტევისა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაბეჭდილ კარლ ბრანტინგის წერილში „ერის მკვლელობა“ აღნიშნულია, რომ საქართველოდან ახლახან დაბრუნებულმა კარლ კაუცკიმ ვენის „არაბაიტერ ცაიტუნგში“ გამოაქვეყნა მოწოდება ყველა ქვეყნის მუშათა მიმართ საქართველოს სასარგებლოდ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაბეჭდილ კარლ ბრანტინგის წერილში „ერის მკვლელობა“ აღნიშნულია, რომ ინტერნაციონალურმა ბიურომ კამილ ჰუისმანსის საშუალებით თანამოაზრეებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ საქართველოს და პროტესტი გამოხატონ საბჭოთა რუსეთის ყოველად დაუშვებელი თავდასხმის წინააღმდეგ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N1) დაიბეჭდა „მაკდონალდი საქართველოს შესახებ“: ცნობილი ინგლისელი სოციალისტი რამსეი მაკდონალდი მუშათა გაზეთ „ფოსტვორდში“ წერს, რომ ბოლშევიკური თავდასხმა პატარა სახელმწიფოზე და რევოლუციური აჯანყება ქვეყანაში, რომელმაც სტუმართმოყვარეობა გამოიჩინა ბოლშევიკების მიმართ, ცინიკური ბოროტებაა, რომელიც კი ჩაუდენია ჩვენს დროში იმპერიალისტურ მთავრობას.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მაისის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N1) ბეჭდავს მემარცხენე სოციალ-დემოკრატების გაზეთ „ფრეჰაიტის“ წერილს. მასში ნათქვამია, რომ მოსკოვის საბჭოთა მთავრობის ცნობა, თითქოს რუსეთის წითელი ჯარი კი არ დაესხა თავს საქართველოს, არამედ ეს იყო სომხებსა და ქართველებს შორის შეტაკება და რევოლუციური მოძრაობა საქართველოში, ზინოვიევის სიმართლეს ჰგავს და სრული სიყალბეა. თავდასხმის ბრძანება მოსკოვიდან მოვიდა, ქართველი ხალხის დასახოცად გამოიყენეს რუსეთის საბჭოთა ჯარი, რომელმაც იქამდე აზერბაიჯანისა და სომხეთის ოკუპაცია განახორციელა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მაისის ჟურნალი „თავისუფალი საქართველო“ (N1) იუწყება, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის გამოჩენილმა ლიდერმა პავლე აქსელროდიმ ვენის კონფერენციას გაუგზავნა დეპეშა, რომელშიც ნათქვამია, რომ კონფერენცია ვალდებულია, პროტესტი გამოაცხადოს საქართველოში ბოლშევიკების შემოსევის წინააღმდეგ და საერთაშორისო პროლეტარიატს პროტესტისკენ მოუწოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 15 მაისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველო“ (N1) იუწყება, რომ პოლონური პრესა საქართველოზე თავდასხმისა და მისი დაპყრობის წინააღმდეგ აწარმოებს ენერგიულ კომპანიას, რომელსაც სათავეში უდგას სოციალისტური პარტია იგნაცი დაშინსკის ხელმძღვანელობით. მან ამ საკითხზე შეკითხვა შეიტანა პოლონეთის სეიმში, რომელმაც დაშინსკის წინადადებით მიიღო მკაცრი საპროტესტო რეზოლუცია.