რეგისტრირებული ფაქტები91834
სორტირება თარიღი მზარდობით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ვარდენ წულუკიძის ხელმძღვანელობით ჩატარებული ოპერაციის შედეგად მოხერხდა ბათუმისა და აჭარის ნაწილის გათავისუფლება თურქ ქემალისტთა მე-15 საარმიო კორპუსის ჯარებისგან.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს ვარდენ წულუკიძე საქართველოს შეიარაღებული ძალების უკანასკნელ ფორმალურ მთავარსარდლად დაინიშნა, თუმცა ამ თანამდებობაზე სამსახური არ დასცალდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის შემდეგ ქართულ არმიაში ივანე ციციშვილის სამხედრო კარიერის შესახებ ცნობები არ მოიპოვება.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლიდან ალექსანდრე ერისთავი საფრანგენთში აქტიურად მონაწილეობდა სამხედრო ორგანიზაციების მუშაობაში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლიდან ალექსანდრე ერისთავი „რუს სამხედრო ინვალიდთა“ კავშირის ფრანგული განყოფილების უფროსი და ამ კავშირის თავმჯდომარე იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს „რუს სამხედრო ინვალიდთა“ კავშირის ხელმძღვანელობისას ალექსანდრე ერისთავმა კოლოსალური მუშაობა გასწია თანხების მოძიების საქმეში, მოხუცების თავშესაფრების შოვნაში, უმუშევართა სამუშაო ადგილების მოძიებასა და სხვა სახის საქმიანობაში.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-1955 წლებში ალექსანდრე ერისთავი „ლაიბ-გვარდიის ცხენოსანი არტილერიის ოფიცერთა დახმარების საზოგადოების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-1923 წლებში ალექსანდრე ანდრონიკაშვილი ქართული სამეთაურო კურსების უფროსი, საქართველოს წითელი არმიის სარდალი და სამხედრო სკოლის შტატიანი მასწავლებელი იყო.
1921
ტიპი: ნასამართლეობა
1921-1922 წლებში კოტე ანდრონიკაშვილი იზოლაციის წესით იყო დაპატიმრებული, პასუხისგებაში არ ყოფილა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წელს საბჭოთა რუსეთთან ომის დროს გიორგი ფურცელაძე ბათუმის სამხედრო კომენდანტი და თურქეთთან საზღვრის გამაგრების შტაბის უფროსი იყო.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921-1923 წლებში კოტე აფხაზი ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებდა.
1921
ტიპი: გარდაცვალება
1921 წლის 2 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრ გიორგი ივანეს ძე თაქთაქიშვილს ბორჯომის რაიონის სოფელ რველში 40 დღის აღსანიშნავად პანაშვიდს გადაუხდიდნენ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 3 იანვარს საბჭოთა სომხეთის წარმომადგენელ ალექსანდრე ბეკზადიანის საპასუხოდ, საქართველოს მთავრობამ წამოაყენა წინადადება, სადავო საკითხების გადასაჭრელად სომხეთში საგანგებო დელეგაცია გაეგზავნათ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს სამსონ დათეშიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას კრედიტის გახსნა სთხოვა. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 4 იანვარს ლევან მეტრეველმა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ილია ჭავჭავაძის (გედევან. გამოცემა) სურათების კლიშეები სთხოვა თავისი „ქართული ანდაზების კრებულისთვის“. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

