რეგისტრირებული ფაქტები85213
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს სოფელ ხაშმში ადგილობრივმა სცენისმოყვარეებმა დავით მესხის „ადამ და ევა“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 სექტემბერს ეგზარქოსი ფლაბიანე თელავისა და სიღნაღის მაზრების ეკლესიების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ ანჩისხატის ეკლესიაში წირვა აღავლინა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ყვირილაში მიხეილ გაჩეჩილაძის წიგნებისა და საკანცელარიო ნივთეულობის მაღაზია გაიხსნა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, დაბა ხონში მდებარე ელენე ლუკას ასულ ბახტაძის ქალ-ვაჟთა სკოლა სექტემბრის თვიდან ოთხ-კლასიან საქალებო პროგიმნაზიად გადაკეთდებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 22 ივლისს დილიჟანში გამართულ ქართულ-რუსულ თეატრალურ საღამოზე ვალერიან გუნიას ვოდევილი „არც აქეთ, არც იქით“ წარმოადგინეს.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 9 აგვისტოს ზაქარია საფაროვის ხელშეწყობით თბილისის საზაფხულო თეატრში ზურაბ ანტონოვის კომედია „მზის დაბნელება საქართველოში“ უნდა წარმოდგენილიყო.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ქუთაისის გუბერნატორის თანაშემწე ა. ა. სამოილოვი აფხაზი მოსახლეობისგან იარაღის ამოღების მიზნით გუდაუთაში გაემგზავრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 5 აგვისტოს „ცნობის ფურცლის“ მიხედვით, ესენტუკში მყოფი გენერალ-გუბერნატორი გიორგი გრიგორის ძე ევანგულოვი იმპერიის სამრეწველო სკოლების მმართველ ივან ალექსეის ძე ანოპოვს შეხვდა და თბილისში პოლიტექნიკური სასწავლებლის გახსნის თაობაზე ეთათბირა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 15 აგვიტოს დაბა სურამში მიხეილ ნანობაშვილის მონაწილეობით სახალხო საოპერო-თეატრალური წარმოგდენა გაიმართებოდა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 4 აგვიტოს მთავარმართებელ გრიგოლ სერგეის ძე გოლიცინის მიწვევით თბილისის პოლიცმაისტერი ლ. პ. მასტიცკი თბილისიდან კოჯორში გაემგზავრა.
1898
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 7 აგვისტოს ზაქარია საფაროვის თაოსნობით თბილისის საზაფხულო თეატრში სცენისმოყვარეთა საზოგადოებას ზურაბ ანტონოვის კომედია „მზის დაბნელება საქართველოში“ უნდა წარმოედგინა.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, სოფიო ივანეს ასული ოცხელი-პოლოლიკაშვილისა იოსებ ოცხელის და იყო.
1920
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, ანა სტეფანეს ასული ოცხელისა იოსებ ოცხელის დედა იყო.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 ოქტომბერს იოსებ ხელიძემ გამოსათხოვარ სადილზე სიტყვა მიუძღვნა იანუარ ნევეროვს.
1920
ტიპი: ავტორობა
1920 წლის 24 მარტის გაზეთ „საქართველოში“ დედა, ანა სტეფანეს ასლი ოცხელისა, დები – სოფიო ივანეს ასული პოლოლიკაშვილისა და ნინო ივანეს ასული სააკაშვილისა, ძმები – სიმონ, დავით და კონსტანტინე ივანეს ძე ოცხელები იუწყებოდნენ, რომ 27 მარტს ქუთაისის კათოლიკეთა ეკლესიაში იოსებ ივანეს ძე ოცხელის სულის მოსახსენებლად წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.
1878
ტიპი: ღონისძიება
1878 წლის 15 ოქტომბერს დ. სემინოვმა გამოსათხოვარ სადილზე სიტყვა მიუძღვნა იანუარ ნევეროვს.