საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87065

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, დავით ილარიონის ძე ფორაქაშვილი როტმისტრ გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 14 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, თინათინ გიორგის ასული ვაჩნაძე-ფორაქაშვილისა როტმისტრ გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს გიორგი დავითის ძე ფორაქაშვილი როტმისტრი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, იასონ სოლომონის ძე ოქროპირიძე სოფელ ქარელში დეკანოზი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მარტს გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინმა სერგო კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძეს მისწერა, რომ თურქეთის დელეგაცია კმაყოფილი იყო შეთანხმებით, რომლის მიხედვითაც ბათუმი – საქართველოს, ართვინი, არტაანი და ყარსი კი თურქეთს რჩებოდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა თურქეთის გენერალურ შტაბბინას მისწერა, რომ საბჭოთა რუსეთს შესაძლოა არაფერი ეკითხა თურქეთის მთავრობისთვის და ბათუმის დასაკავებლად დაძრულიყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 მარტს გიორგი ვასილის ძე ჩიჩერინმა სერგო კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძეს მისწერა, რომ კიაზიმ ყარაბექირი თვითნებურად ცდილობდა ბათუმის, ახალციხისა და ახალქალაქის თურქეთისთვის გადაცემას.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს კიაზიმ ბეისა და კიაზიმ ყარაბექირის არმიის ნაწილებმა ბათუმი დაიკავეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტის ღამეს კიაზიმ ყარაბექირმა ბათუმში თურქული ხელისუფლება ჩამოაყალიბა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს კიაზიმ ყარაბექირი თურქეთის აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი იყო.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის მარტში კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბს შეატყობინა, რომ 17 მარტს საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ ქვეყანა ბათუმიდან გემით დატოვა.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს იოსებ ასლანიშვილი ექიმად მუშაობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 12-13 მარტის ღამეს კიაზიმ ყარაბექირმა ბრძანება მიიღო დაკავებულ ახალქალაქში, ახალციხესა და ბათუმში ანკარის ხელისუფლების ბრძანებით მოხელეები დაენიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში კიაზიმ ყარაბექირის ბრძანებით დაკავებულ ახალციხეში, ახალქალაქსა და ბათუმში სამხედრო ნაწილების მეთაურები ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებიც უნდა ყოფილიყვნენ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 2 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა თურქეთის გენერალურ შტაბბინას მისწერა, რომ ბათუმის შესანარჩუნებლად აუცილებელი იყო, რომ იქ ყოფილიყო თურქეთის სამხედრო ძალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა შეიტყო, რომ ბათუმის ასაღებად წითელი არმიის კავალერისტთა ერთი ბრიგადა ემზადებოდა. მათ როგორც ჩრდილოეთიდან, ისე სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან უნდა შეეტიათ.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 14 მარტს გიორგი ჩიჩერინმა თურქეთის მთავრობასთან კრემლის სრულუფლებიან წარმომადგენელს, ბუდუ მდივანს მისწერა, რომ წითელი არმიის ნაწილები არ უნდა შესულიყო ბათუმში, ახალციხესა და ახალქალაქში.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 13 მარტს კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს შიფროგრამა გაუგზავნა, რომ თურქეთის მთავრობისგან არავითარი დირექტივა არ მიუღია.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 11 მარტს, სანამ ქართველები ბათუმის ჩრდილოეთ ნაწილში რუსებს ებრძოდნენ, კიაზიმ ყარაბექირის ბრძანებით თურქეთის მე-7 პოლკის ერთმა ბატალიონმა ბათუმი დაიკავა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიაზიმ ყარაბექირს შიფროგრამით აცნობა, რომ უნდა შეექმნათ კავკასიის კონფედერაცია.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს თურქეთის ჯარის ნაწილების ბათუმში შესვლის შემდეგ კიაზიმ ბეიმ თავი ბათუმის ოლქის გენერალ-გუბერნატორად გამოაცხადა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 17-18 მარტს ქუთაისში აბელ სოფრომის ძე ენუქიძის თავმჯდომარეობით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს სსრ რევკომის რწმუნებულთა შორის ზავის საკითხებზე გამართულ მოლაპარაკებაზე გადაწყდა, რომ დემოკრატიულ მთავრობას მოეხსნა თავისი ფრონტი საბჭოთა ძალების წინააღმდეგ და საშუალება მიეცა რევოლუციური კომიტეტის განკარგულებაში მყოფი ჯარისთვის შესულიყო ბათუმის ოლქში მის დასაკავებლად და გარეშე ძალებისგან დასაცავად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 9 მარტს კიაზიმ ყარაბექირმა გენშტაბიდან ახალქალაქის, ახალციხისა და ბათუმის სასწრაფოდ დაკავების ბრძანება მიიღო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს თბილისში მყოფი ანკარის მთავრობის წარმომადგენელი კიაზიმ დირიქი კავკასიაში თურქების ჯარების შესვლას ითხოვდა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 26 თებერვალს კიაზიმ დირიქმა კიაზიმ ყარაბექირს ქუთაისიდან ტელეგრაფით აცნობა, რომ 25 თებერვალს ბოლშევიკებმა თბილისი დაიკავეს.