რეგისტრირებული ფაქტები87070
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 18-20 მარტს ლეიტენანტი ევგენი ღვალაძე ბათუმის თურქებისგან გასათავისუფლებლად იბრძოდა.
1921
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის თებერვალში წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობისთვის ევგენი ღვალაძე თეთრი გიორგის ჯვრით დააჯილდოვეს.
1918
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1918 წელს პარმენ ლორია ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლის დროს ტყვედ ჩავარდა, მაგრამ გათავისუფლებისთანავე ქართულ ჯარს დაუბრუნდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის გაზაფხულზე პარმენ ლორია ოსმალების წინააღმდეგ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოსა და ბათუმის დასაცავად იბრძოდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-21 წლებში ბათუმელი მწერალი, დრამატურგი პარმენ ლორია რამდენიმე ბრძოლაში მონაწილეობდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ბათუმში მიმავალ გიორგი მაზნიაშვილს თან ახლდა კახეთის 50-კაციანი პარტიზანული რაზმი და ჰქონდათ 2 ტყვიამფრქვევი.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის მარტში, საქართველოს მთავრობის უცხოეთში გახიზვნის შემდეგ, ბათუმის დროებითმა რევოლუციურმა კომიტეტმა ქართული ჯარის ხელმძღვანელობა გიორგი მაზნიაშვილს დაავალა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს ბათუმში გიორგი მაზნიაშვილის განკარგულებაში მყოფ ქართულ მხედრობას ეხმარებოდა ადგილობრივი მოსახლეობა, მათ შორის მაჰმადიანების პროფქართული ჯგუფი ახმედ ქიქავასა და აბდულ თხილაიშვილის მეთაურობით.
1921
ტიპი: ავტორობა
1921 წლის იანვარში თბილისში მყოფი თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ალი ფუატ ჯებესოიმ გენშტაბს მისწერა, გაემართათ თუ არა საქართველოს მთავრობასთან შეხვედრები და დაეყენებინა თუ არა მოსკოვის კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი. თურქეთის მთავრობამ თავისი დელეგაციის კითხვები უპასუხოდ დატოვა.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს საქართველოს საეგზარქოსოს საეკლესიო-სამრევლო სკოლათა ოლქის ზედამხედველი, დეკანოზი ივანე ვოსტორგოვი ვარშავაში საკათედრო დეკანოზად გადავიდა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ თბილისში მყოფ თურქეთის დელეგაციას, რომლის ხელმძღვანელი იყო ალი ფუატ ჯებესოი, მოკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის ოქტომბერში სასამართლო პალატაში განსახილველად დანიშნული კონსტანტინე დადიანისა და გვაჯი ჩიქოვანის საქმე 7 ნოემბრამდე გადაიდო.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წლის 27 ოქტომბერს ქუთაისის თეატრში წარმოადგინეს მოლიერის ხუთმოქმედებიანი კომედია „ტარტიუფი ანუ მუზმუზელა", რომელშიც უნდა ეთამაშა ვასილ აბაშიძეს, მაგრამ მისი როლი სხვამ შეასრულა.

