საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88884

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 5 იანვარს ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, დიმიტრის მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი, ოლღა ილიას ასული სოლოღაშვილი, პავლე დავითის ძე საყვარელიძე და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას დაესწრნენ.

1922

ტიპი: თანამდებობა

1922 წლის 5 იანვარს გაიმართა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომა, რომლის თავმჯდომარე იყო დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პარიზში მიმავალი სერგეი სუდეიკინი თბილისის რკინიგზამდე მიაცილეს ალი არსენიშვილმა და ნინო მაყაშვილმა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ ტიციან ტაბიძემ გამოაქვეყნა წერილი ალექსანდრე ბლოკის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, 1921 წლის დეკემბერში ჩატარდა „ცისფერყანწელების“ კონფერენცია , რომლის თავმჯდომარე იყო გრიგოლ რობაქიძე, მდივანი – შალვა აფხაიძე.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, „ცისფერყანწელების“ კონფერენციაზე პაოლო იაშვილმა მათი ხუთწლიანი მუშაობის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, „ცისფერყანწელების“ კონფერენციაზე ტიციან ტაბიძემ „ცისფერყანწელების“ ტაქტიკის შესახებ მოხსენება წაიკითხა.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ პაოლო იაშვილმა გამოაქვეყნა ლექსი „გრიგოლ რობაქიძეს“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ ვალერიან გაფრინდაშვილმა გამოაქვეყნა ლექსი „პოეტის კარიერა“ და ალექსანდრე ბლოკის ლექსის „კლეოპატრას“ თარგმანი.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ გრიგოლ რობაქიძემ გამოაქვეყნა ლექსი „ალლას“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ გიორგი ლეონიძემ გამოაქვეყნა ლექსი „სახრჩობელიდან“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ნიკოლოზ მიწიშვილის ლექსი „ჩიბის“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა კოლაუ ნადირაძის ლექსი „მალაელი – დირიჟორი“.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წელს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა შალვა აფხაიძის ლექსი „სიონში“ (გიორგი ლეონიძის ჯვარის წერაზე).

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, კოლაუ ნადირაძე აწარმოებდა მოლაპარაკებას რ. ს. ფ. ს. რ.-ის წარმომადგენელთან თეოდორე დოსტოევსკის ხელნაწერების შეძენის შესახებ.

1922

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე არსენიშვილმა გაზეთ „ბარრიკადში“ გამოაქვეყნა წერილი „დახვეწილი ნაოჭი“, რომელშიც განიხილა სანდრო ცირეკიძის, შალვა აფხაიძის, ნიკოლოზ მიწიშვილის, კოლაუ ნადირაძის, ტიციან ტაბიძს, გრიგოლ რობაქიძის, ვალერიან გაფრინდაშვილის, პაოლო იაშვილისა და პავლე ინგოროყვას პოეზია.

1922

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 7 იანვარს ვალერიან გაფრინდაშვილმა გაზეთ „ბარრიკადში“ გამოაქვეყნა წერილი სანდრო ცირეკიძის შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ილია ზდანევიჩმა „ცისფერყანწელებს“ პარიზში მყოფი ლადო გულიაშვილისა და დავით კაკაბაძის გაჭირვების შესახებ წერილით შეატყობინა.

1922

ტიპი: ღონისძიება

გერონტი ქიქოძემ, როგორც ახალ მწერალთა კავშირის საბჭოს წარმომადგენელმა, მიმართა კომისარს დავით კაკაბაძისა და ლადო გუდიაშვილის დასახმარებლად.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ცირეკიძის რედაქტორობით ქუთაისში ჟურნალი „შვილდოსანი“ განახლდა.

1922

ტიპი: გარდაცვალება

1922 წლის 7 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა შალვა ქიქოძე ტუბერკულოზით გარდაცვალების შესახებ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, სანდრო ყანჩელმა პიესა „სიზმრები“ დაწერა, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ხელოვნების სასახლეში „პროლეტარულ პოეტთა ასოციაციის“ გახსნას მიესალმა დავით კანდელაკი, სიტყვა წარმოთქვეს: სანდრო ეულმა და გრიგოლ საყვარელიძემ.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ვალერიან გაფრინდაშვილმა რუსულად თარგმნა ნიკოლოზ ბარათაშვილის ნაწარმოებები და დასაბეჭდად გადასცა სახალხო განათლების კომისარიატთან არსებულ სახელმწიფო გამომცემლობას.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 7 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, მწერალთა კავშირის ახალი საბჭო აპირებდა ხელოვნების სასახლეში დოსტოევსკისადმი მიძღვნილი საღამოს გამართვას, სადაც გრიგოლ რობაქიძეს უნდა წაეკითხა მოხსენება „ნიცშე და დოსტოევსკი“, ტიციან ტაბიძეს კი – „ლეგენდა დიდებულ ინკვიზიტორზე“.