საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89882

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ია კარგარეთელი თავისი წიგნის „სიმღერა-მუსიკის სახელმძღვანელო“ ჰონორარიდან 20 000 მანეთს სთხოვდა. განჩინებით კარგარეთელის თხოვნა დაკმაყოფილდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: წევრები – ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ჩიგოგიძე და თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას ბუღალტერმა ვასილ ედილაშვილმა 1-ლი აგვისტოდან ერთთვიანი შვებულება სთხოვა. მისი თხოვნა დააკმაყოფილეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას მოსე ჯანაშვილმა აცნობა, რომ დასაბეჭდად იყო გამზადებული ქართულ-რუსული ლექსიკონი, რომელიც 49 რვეულისგან შედგებოდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამვრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომას სხდომის თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა ავადმყოფობის გამო თავმჯდომარის თანამდებობიდან განთავისუფლება ან სამკურნალოდ ხანგრძლივი შვებულება სთხოვა. გამგეობამ კარიჭაშვილს ერთთვიანი შვებულება მისცა 1-ლი აგვისტოდან, მისი მოვალეობის შემსრულებლად კი ნიკოლოზ ჩიგოგიძე დანიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს სახალხო განათლების კომისარიატის პოლიტიკური განათლების მთავარმა გამგეობამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას 1917 წლიდან მოყოლებული საზოგადოების ყველა გამოცემა სთხოვა საგამოფენო, სამუზეუმო და საექსკურსიო განყოფილებებისთვის. გამგეობამ დავით კარიჭაშვილის მეთაურობით მისი თხოვნა დააკმაყოფილა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 22 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე დავით კარიჭაშვილმა, თამარ ჯარიაშვლის, ვასილ ედილაშვილისა და პორფირე წირქვაძის თანდასწრებით გააღო საზოგადოების წიგნებისა და ქაღალდების საწყობი N 64 და გამოიტანეს ნაწილი იმ ქაღალდებისა, რომელიც მობარებული იყო საწყობში მასწავლებელთა კავშირის მიერ. მათ ხელახლა დაკეტეს საწყობი, გასაღებები დავით კარიჭაშვილს გადასცეს, ხოლო ბეჭედი – თამარ ედილაშვილს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 25 ივლისს დუშეთის სამაზრო მილიციის უფროსი შაქრო მანგიაშვილი მეორედ სთხოვს დახმარებას თბილისის კომისრებს დუშეთის რაიონსა და მის მახლობელ სოფლებში დაბანაკებული ჯარის (რაზმის უფროსი ჩერნოვი) ბარბაროსულ მოქმედებათა გამო: მოსახლეობას სახლებში უცვივდებიან, ეპატრონებიან, ისინი გარბიან, დარჩენილთ სცემენ, ართმევენ საქონელს და სხვ., ანაქიული მოვლენები საშიშ ხასიათს იღებს.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკები თუ აქამდე სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და წითელარმიელებს ხვრეტდნენ, ახლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მისდგნენ, დახვრიტეს სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი მოსამსახურე, ოფიცერი პეტრე ფავლენიშვილი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თელავში ჩეკას თავმჯდომარედ დანიშნეს ბუღდანა იაგოროვი, ცნობილი ყაჩაღი და შანტაჟისტი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თიანეთში ჩეკას თავმჯდომარედ დანიშნეს იაგოროვი, ცნობილი ყაჩაღი და შანტაჟისტი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბუღდან იაგოროვი და მისი ძმა მონაწილეობდნენ ვაჭარ ხითაროვის გატაცებაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, გურიაში დაიჭირეს სიო ჭანტურიშვილი, კალე ქავთარაძე და სხვ.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: სილიბისტრო ჯიბლაძე, ისიდორე რამიშვილი, ალექსანდრე ლომთათიძე და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაიბეჭდა სტაფანე ახმეტელიშვილის ნეკროლოგი.

1921

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი სტეფანე ახმეტელიშვილის ნეკროლოგის მიხედვით, იგი საქართველოს დამოუკიდებლობამდე მსახურობდა რუსეთის შიდა გუბერნიებსა და ტაშკენტში და შემდეგ გადმოიყვანეს სამშობლოში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკებმა, გამოცხადებული „ამნისტიის“ მიუხედავად, პირველი დღიდანვე დაიწყეს სოციალ-დემოკრატთა დაჭერა. ცეკა რევკომს რეპრესიების გაძლიერებას სთხოვდა. სტალინი თბილისში რომ ჩამოვიდა, ფილიპე მახარაძე, როგორც „რბილი“ მმართველი, გადააყენეს. მის ადგილას დანიშნეს ბუდუ მდივანი და დაიწყო ბოლშევიკების გაძლიერებული ძებნა და დაჭერა.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: ალექსანდრე დგებუაძე, ნოე ცინცაძე, ანდრო ჭიაბრიშვილი და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნ. „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, თბილისში დაიჭირეს ბევრი მოწინავე მუშა და ინტელიგენტი, მათ შორის: ალექსანდრე ფარნიევი, კალისტრატე გოგუა, გერასიმე მახარაძე და სხვ. ისინი მეტეხის ციხეში, საშინელ პირობებში მოათავსეს.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკები თუ აქამდე სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და წითელარმიელებს ხვრეტდნენ, ახლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მისდგნენ, დახვრიტეს ცნობილი ყოფილი წითელი გენერალი კონსტანტინე მარკოზაშვილი, რომელიც ბოლოს საქართველოს გვარდიაში იბრძოდა მტრის წინააღმდეგ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N4) ცნობით, ბოლშევიკები თუ აქამდე სისხლის სამართლის დამნაშავეებსა და წითელარმიელებს ხვრეტდნენ, ახლა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს მისდგნენ. ეძებდნენ დავით შარაშიძეს, რომელიც უკვე საზღვარგარეთ იყო.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გვარდიაში მსახურობდა, შემდეგ გადაიყვანეს სანაპირო ჯარების ხელმძღვანელად.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილის სანაპირო ჯარების ხელმძღვანელობის დროს კახეთს მიადგა კომუნისტების ლაშქარი, რომელსაც იგი მცირე ჯარით დიდხანს უმკლავდებოდა და მხოლოდ თბილისის დაცემის შემდეგ ჩაუვარდა ხელში წითელ ჯარებს.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაბეჭდილი ნეკროლოგის მიხედვით, სტეფანე ახმეტელაშვილი, როგორც სოციალისტი და დემოკრატი, საქართველოს ერთგული დარაჯი, რუსეთში გაგზავნეს, სადაც ტიფითა და უჭმელობით გარდაიცვალა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 26 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N4) დაიბეჭდა წერილი „სოციალისტები და საქართველო. გერმანია და საქართველო“ ნოე რამიშვილისა და კარლო ჩხეიძის მიერ გერმანიის სოციალისტური პარტიის წევრებთან გამართული შეხვედრების შესახებ.