საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87091

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის მიხედვით, ივანე მაჭავარიანმა თარგმნა მოლიერის „ტარტიუფი“.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 26 წლის ლევან კლიმიაშვილი დახვრიტა.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ატობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ თეატრალურ სცენაზე ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი მოლიერის „ტარტიუფი“ რაღაც ხნის შემდეგ ელენე ანდრონიკაშვილისეული თარგმანით ჩაანაცვლეს.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის მონაცემებით, ლევან კლიმიაშვილი იყო ყოფილი აზნაური.

1956

ტიპი: ღონისძიება

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თეატრის სცენაზე იდგმებოდა ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი მოლიერის „ტარტიუფი“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, თეატრს ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი „ტარტიუფი“ ელენე ანდრონიკაშვილისეული თარგმანით შეუცვლია იმ მიზეზით, რომ მაჭავარიანის თხზულება გალექსილი არ ყოფილა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისის მონაცემებით, ლევან კლიმიაშვილი იყო წითელი არმიის ყოფილი ოფიცერი.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ლევან კლიმიაშვილი დამკომის დავალებით საიდუმლო ცნობებს აგროვებდა და სამხედრო ცენტრის წევრებს შორის მეკავშირის როლს ასრულდებდა.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 57 წლის ვარდენ წულუკიძე დახვრიტა.

1923

ტიპი: სტატუსი

1923 წლის მაისის ცნობით, ვარდენ წულუკიძე იყო ყოფილი თავადი.

1885

ტიპი: ავტორობა

1885 წლიდან ივანე მაჭავარიანი იმედოვნებდა, რომ მისი ნაწერები ქართველი ხალხის თაობებს რევოლუციურად შეამზადებდა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისის ცნობით, ვარდენ წულუკიძე იყო ყოფილი გენერალი.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ივანე მაჭავარიანის ავტობიოგრაფიის თანახმად, ელენე ანდრონიკაშვილმა თარგმნა მოლიერის „ტარტიუფი“.

1923

ტიპი: განათლება

1923 წელს ვარდენ წულუკიძეს დამთავრებული ჰქონდა სამხედრო სასწავლებელი.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წლის მაისის ცნობით, ვარდენ წულუკიძე იყო საქართველოს წითელი არმიის მოსაზღვრე ჯარის უფროსი.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიოანის ბროშურის „სამი სიტყვა − თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა-ერთობა“, რომელსაც თან ერთვოდა „ადამიანის და მოქალაქის უფლებათა დეკლარაცია“, ფასი ხუთი კაპიკი იყო.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს ვარდენ წულუკიძე იყო საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრი.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლამდე ვარდენ წულუკიძე ხელმძღვანელობდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის საქმიანობას.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანის მიერ თარგმნილი ერკმან- შატრიანის „გლეხი-კაცის ისტორია“ ოთხჯერ გამოუციათ.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წლამდე ვარდენ წულუკიძე აძლევდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტს საიდუმლო ცნობებს საბჭოთა წითელი არმიის მდგომარეობის შესახებ.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანს უთარგმნია ალფონს დოდეს „ტარტარენ ტარასკონელი“, ვიქტორ ჰიუგოს „ოთხმოცდაცამეტი“ და ალექსეი ტოლსტოის „პეტრე პირველი“.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანს უთარგმნია ვიქტორ ჰიუგოს „განწირულნი“ და მაქსიმ გორკის „ზღაპრები“.

1937

ტიპი: ავტორობა

1937 წელს ივანე მაჭავარიანს ჩაუბარებია ჰიუგოს „განწირულნის“ სრული თარგმანი.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 27 წლის სიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელი დახვრიტა.

1956

ტიპი: ავტორობა

1956 წელს დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ივანე მაჭავარიანს უთარგმნია ოსტროვსკის „ტყე“, მოლიერის „ქმართა სკოლა“ და ჯაკომეტის „ივდითი“.