საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91155

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს აკაკი სტეფანეს ძე ნარსია და სარდიონ ნესტორის ძე ფირცხალაიშვილი ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული ლეიტენანტი სულეიმან ირემაძე ხულოს რაიონის სოფ. ღორჯომში დაკრძალეს.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული გერმანე კვაჭაძე ლანჩხუთის რაიონის სოფ. ჭინათში დაკრძალეს.

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში დაღუპული ალი ხასანის ძე ასათიანი ბათუმის მაზრის სოფ. ორთაბათუმში დაკრძალეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 18-20 მარტს დიომიდე არსენის ძე კოროშინაძე, სიმონ ეგნატეს ძე ჭინჭარაძე და ამბარცუმ მაჩხელიანი ბათუმის გასათავისუფლებლად იბრძოდნენ.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ბათუმისთვის ბრძოლაში გიორგი მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ქართველებმა გაიმარჯვეს. თურქებმა მრავალი ჯარისკაცი და ორი შტაბის ოფიცერი დაკარგეს.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება აპირებდა 30 000-კაციანი დივიზიის შექმნას, რომლის მეთაური გიორგი ივანეს ძე მაზნიაშვილი უნდა ყოფილიყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში სერგო ქავთარაძის ხელმძღვანელობით შეიქმნა ბოლშევიკური ხელისუფლების დროებითი ორგანო – რევკომი.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში ბათუმში ჩასულმა დიმიტრი ჟლობამ ვერ შეასრულა მთავარი დავალება – ვერ დაატუსაღა ნოე ჟორდანიას მთავრობა.

1921

ტიპი: განათლება

საქართველოს ოკუპაციის, 1921 წლის, შემდეგ იუსტინე (ნიკო) შარაშიძემ სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და მალე ჩაება რევოლუციურ მუშაობაში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან ზაქარია მდივანი ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და ცხოვრობდა კონსტანტინოპოლში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან მთავრობის წევრებთან ერთად ილია ოდიშელიძეც წავიდა ემიგრაციაში კონსტანტინოპოლში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან გიორგი კვინიტაძე მთავრობის წევრებთან, მეუღლესთან, შვილებსა და შვილების ძიძასთან ერთად წავიდა ემიგრაციაში და იმყოფებოდა ჯერ კონსტანტინოპოლში, შემდეგ – საბერძნეთში.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის მარტიდან გიორგი მაზნიაშვილი მონაწილეობდა ქართული წითელი შენაერთის ფორმირებაში. იგი ჯერ საბჭოთა საქართველოს წითელი ქვეითი დივიზიის მეთაურად, ხოლო შემდეგ – რესპუბლიკის ჯარების მთავარ სამხედრო ინსპექტორად დაინიშნა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დავით ართმელაძე საქართველოში დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ალექსანდრე გედევანიშვილი საქართველოში დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტის შემდეგ გარკვეული წლები წითელ არმიაში მსახურობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტის შემდეგ ალექსანდრე გედევანიშვილი საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში მუშაობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, ბათუმის ბრძოლაში, ვარდენ წულუკიძე გენერალ მაზნიაშვილის შენაერთის შემადგენლობაში ერთ-ერთ მიმართულებას მეთაურობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ვარდენ წულუკიძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, გიორგი წულუკიძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, გიორგი წულუკიძე ბოლშევიკებთან კოოპერაციაში არ შესულა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, ტარას ვაშაკიძემ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტიდან ივანე ყაზბეგი ემიგრაციაში წავიდა კონსტანტინოპოლში.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის იძულებითი გასაბჭოების შემდეგ, დიმიტრი თოფურიამ გადაწყვიტა არ წასულიყო საქართველოდან და სამშობლოში დარჩა.