რეგისტრირებული ფაქტები89453
სორტირება თარიღი მზარდობით
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადის“ ცნობით, ლადო გუდიაშვილმა, დავით კაკაბაძემ და სერგეი სუდეიკინმა „ცისფერყანწელების“ კაფე „ქიმერიონისთვის“ დეკორაცია დახატეს.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 22 იანვრის გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა პეტრე ბობორიკინის გარდაცვალების ცნობა.
1922
ტიპი: ღონისძიება
ილია ზდანევიჩი უძღვებოდა პარიზში არსებული პოეტების პალატის რუსულ განყოფილებას.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ევგენი დვალის გარდაცვალების ცნობა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 22 იანვარს რუსულ წიგნში „საქართველოს პოეტები“ შევიდა: სერგეი რაფალოვიჩის, ოსიპ მანდელშტამის, სერგეი გოროდეცკის, ვალერიან გაფრინდაშვილის და სხვათა თარგმანები.
1922
ტიპი: გარდაცვალება
1922 წლის 22 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ თედო რაზიკაშვილი ხელთუბანში მოკლეს.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 იანვარს ხელოვნების სასახლეში ჩატარდა საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობა ტიციან ტაბიძის თავმჯდომარეობით.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 25 იანვარს საქართველოს ხელოვანთა კავშირის ყრილობაზე ხელოვნების მუშაკთა კონფერენციისთვის აირჩიეს შემდეგი დელეგატები: პაოლო იაშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, სანდრო აბაშელი, ტიციან ტაბიძე, სოლომონ თავაძე, კონსტანტინე გამსახურდია და ია ეკალაძე.
1922
ტიპი: თანამდებობა
1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომის მდივანი იყო ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის აზრი, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელსაც დაევალებოდა საზოგადოების წიგნის მაღაზიის ძველი ბინიდან ახალ ბინაში გადაეტანა ნივთები, ჭაღი, ელ. მავთულები და საანგარიშო, ასევე, გაწეული ხარჯების შედგენა. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს მაღაზიის მოლარის მეუღლის ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელიას თხოვნა, რომ გამგეობას ცოლის ავადმყოფობის გამო ავანსად მიეცა გასამრჯელო, რაც თვეში 600 000 მანეთს შეადგენდა. იგი თანხას ნაწილ–ნაწილ ყოველთვე დააბრუნებდა.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ბესარიონ ალექსანდრეს ძე დანელიასთვის ავანსად მიეცათ ერთი თვის გასამრჯელო ყოველთვე ნაწილ–ნაწილ დაბრუნების პირობით.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ მოსამსახურე პირებისთვის თვეში ორ–ორი ფუთი სიმინდი მიეცათ პურის ფულის სანაცვლოდ. დადგენილებას ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.
1922
ტიპი: ავტორობა
1922 წლის 27 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს გამგეობის დადგენილება, რომ მოსამსახურე პირებისთვის პურის ნაცვლად უნდა მიეცათ სიმინდი, რაც ნაყიდი ჰქონდათ. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნიკოლოზ სპირიდონის ძე ჩიგოგიძემ და ანა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა.

