რეგისტრირებული ფაქტები87097
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ აჯანყებაში მონაწილეობის ბრალდებით 21 წლის იოსებ ვარაზაშვილი დააპატიმრა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 42 წლის ალექსანდრე მაჭარაშვილი დახვრიტა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე მაჭარაშვილი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო.
1924
ტიპი: თანამდებობა
1924 წლის აგვისტოში ალექსანდრე მაჭარაშვილი მასწავლებელი იყო შორაპნის მაზრაში.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 27 წლის გერვასი ზაბახიძე დახვრიტა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 29 აგვისტოს სოფელ საჭამიასერში აჯანყებულებმა გიორგი ზაქარეიშვილი მოკლეს.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში სოფელ საჭამიასერში აჯანყებულებმა ბესარიონ მეფარიშვილი მოკლეს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 მარტს გაიმართა საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომა ნოე ჟორდანია თავმჯდომარეობით, რომელზეც ფინანსთა მინისტრს დაევალა ეროვნული საბჭოს მიერ მოთხოვნილი თანხების ფინანსური უზრუნველყოფა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 10 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს სამოქალაქო განყოფილებაში დანიშნული იყო სოფიო კირიაკოვას სარჩელის განხილვა ზაქარია ანდრონიკაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც მომჩივანი ვალის, 2400 მანეთის გადაუხდელობას ედავებოდა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის 29 აგვისტოს ლანჩხუთში აჯანყებულებთან შეტაკებისას ვალერი ხოფერია დაიღუპა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 21 ივნისს გაზეთ „დროებაში“ გამოქვეყნდა განცხადება კუკიის ხიდის მიმდებარედ და მირზოევის დუქნებში გ. ჯაყელის მაღაზიების გახსნის შესახებ, რომლებშიც ჩაი, ყავა და სხვადასხვა ალკოჰოლური სასმელი გაიყიდებოდა.
1868
ტიპი: ღონისძიება
1868 წლის 24 მაისს თბილისის სამაზრო სასამართლოს უნდა განეხილა სახელმწიფო მრჩევლის გრიგოლ აივაზოვის ვექილის, ივანე მიზანდაროვის სარჩელი ივანე და ალექსანდრე ბაგრატიონ მუხრან-ბატონების წინააღმდეგ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 5 თებერვალს გაიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების წევრთა წლიური კრება, რომელზეც თავმჯდომარედ აირჩიეს დეკანოზი იაკინთე გორგაძე, ხოლო გამგეობის წევრებად: კონსტანტინე ჯაფარიძე, ვალერიან ქავთარაძე და გიორგი ვაშაკიძე. ამავე კრებაზე აირჩიეს ასევე სარევიზიო კომისია.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ რაჟდენ ლოსაბერიძე დახვრიტა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ ჭუკია კოკიაშვილი დახვრიტა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 19 წლის სეით მესხი დახვრიტა.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის აგვისტოში შორაპნის მაზრაში საბჭოთა ხელისუფლებამ 35 წლის იასონ მაჭარაშვილი დახვრიტა.

