რეგისტრირებული ფაქტები88979
სორტირება თარიღი მზარდობით
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 2 აპრილს თარასხან ეშბას 9-კაციანი ბანდა მილიციასთან შეტაკებაში მოჰყვა, დიდი ხნის სროლის შემდეგ ბანდა 3 ნაწილად დაიშალა და წევრები სხვადასხვა ადგილზე მიიმალნენ.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 21 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის განხილვის საგანი იყო 1922 წელს საზოგადოების გამოცემული წიგნების ანგარიში. კომისიამ დაადგინა, 23 აპრილს, 12 საათზე, მოეწვია მორიგი სხდომა ანგარიშის განსახილველად, რომელსაც ყველა წევრი დაესწრებოდა.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 21 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 23, 24, 25, 26 და 27 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომებზე განიხილეს წიგნის მაღაზიის შემოსავლების დავთარი და შეადარეს ნავაჭრ თანხას.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 27 აპრილს დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომის დადგენილებით შემდეგი სხდომა დაინიშნა 3 მაისს, 3 საათზე.
1923
ტიპი: ღონისძიება
1923 წლის 27 აპრილს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სარევიზიო კომისიის სხდომას ესწრებოდნენ დიმიტრი მოსეს ძე დუმბაძე, გიორგი პაატას ძე მაჭავარიანი და გრიგოლ პორფილეს ძე პატარაია.
1923
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1923 წლის მაისიდან 1934 წლამდე შალვა მაღლაკელიძეს ლატვიაში მოუწია ცხოვრება.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 51 წლის ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დახვრიტა.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის მაისის მონაცემებით, ლევან კლიმიაშვილი იყო წითელი არმიის ყოფილი ოფიცერი.
1923
ტიპი: თანამდებობა
1923 წლის მაისის ცნობით, ვარდენ წულუკიძე იყო საქართველოს წითელი არმიის მოსაზღვრე ჯარის უფროსი.
1923
ტიპი: გარდაცვალება
1923 წლის მაისში საბჭოთა ხელისუფლებამ 27 წლის სიმონ (სიმონიკა) ბაგრატიონ-მუხრანელი დახვრიტა.

