რეგისტრირებული ფაქტები81459
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს დუტუ მეგრელის დედამ, მარიამმა სცადა იგი ქუთაისის სემინარიაში მოეწყო, თუმცა უარი უთხრეს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წელს დუტუ მეგრელის დედამ, მარიამმა გიმნაზიაში ვაჟის სახელმწიფო ხარჯებით მიღება მოითხოვა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში რუსულის მასწავლებელი იყო ივანე გაფრინდაშვილი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1881 წლებში აბელ ბაირამაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის პანსიონში ცხოვრობდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1881 წლებში ივანე როსტომაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის პანსიონში ცხოვრობდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილის თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში ივანე როსტომაშვილი და ინგილო აბელ ბაირამაშვილი იწერდნენ გაზეთ „დროებას“.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლიდან ალექსი მირიანაშვილის თბილისის საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში გამოდიოდა მხოლოდ ერთი ქართული გაზეთი „დროება“, რომლის რედაქტორი სერგეი მესხი იყო.
1877
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში შეძენილ მეგობრებთან ერთად ინსტიტუტის პანსიონში ცხოვრობდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1881 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტის უფროსკლასელ აბელ ბაირამაშვილს წაუკითხავს ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებლის მოწაფეთათვის ბარათაშვილის „მერანი“, „ბედი ქართლისა“ და ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი“.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1881 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებული საქალაქო სასწავლებლის პროგრამაში ქართული ენის სწავლების კურსი მეფისნაცვლის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის მიერ იყო დამტკიცებული.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში ქართული ენის გაკვეთილებს ინსტიტუტის უფროსკლასელები უტარებდნენ, სხვებზე ხშირად კი აბელ ბაირამაშვილი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1881 წლებში თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში ალექსი მირიანაშვილი ისე საფუძვლიანად ეცნობოდა გაზეთ „დროებას“, რომ მასში დაბეჭდილი უკანასკნელი განცხადებაც კი არ რჩებოდა წაუკითხავი.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში ხშირად კითხულობდა გაზეთ „დროებას“.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილი თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში კითხულობდა გაზეთ „დროებას“, თუმცა წაკითხულის ნახევარი ესმოდა.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877-1881 წლებში ალექსი მირიანაშვილს თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ საქალაქო სასწავლებელში სწავლის პერიოდში უფროსკლასელთათვის რედაქციიდან მოჰქონდა გაზეთი „დროება“, თუმცა მისი გადაცემა მხოლოდ მეორე დღეს უწევდა, რის გამოც გაზეთი მის ხელთ იყო მთელი საღამო.