საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88595

1924

ტიპი: ავტორობა

1924 წლის ოქტომბერში დაკავებული ივლიანე მაქსიმეს ძე ჩახავა საქართველოს ჩეკაში შევსებულ პირად ანკეტას ხელს აწერს 1924 წლის 12 დეკემბერს.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 14 დეკემბერს ალექსი მირიანაშვილი ავად გახდა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 დეკემბერს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს მარიამ ლომინაძის თხოვნა მუზეუმში ან კანცელარიაში დასაქმების შესახებ. გამგეობამ საკითხის განხილვა დროებით გადადო.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 18 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1924

ტიპი: ღონისძიება

1924 წლის 31 დეკემბერს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ დავით კარიჭაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე და პარმენ კახიანი.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925 წელს ქრისტინე შარაშიძე მასწავლებელთა სახლიდან სამუშაოდ გადავიდა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმში ბიბლიოთეკის გამგედ.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს ანეტა მგლობლიშვილმა ქრისტინე შარაშიძეს გიორგი ქიქოძის ხელით ბახვიდან თბილისში წერილი გაუგზავნა და გიორგი შარაშიძისა და ნინო ქიქოძის ბიოგრაფიები და სურათები სთხოვა.

1925

ტიპი: ღონისძიება

1925 წელს წიგნების გამომცემელმა და გამავრცელებელმა ქართველთა საზოგადოებამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამგეობას მისწერა, რომ თანახმა იყო წიგნსაცავ-მუზეუმი უნივერსიტეტისთვის გადაეცა. ეს საქმე დაავალეს წიგნსაცავ-მუზეუმის გამგეს, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილსა და გამგეობის მდივანს, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძეს.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წელს გიორგი გრიგოლის ძე ელიავა მეუღლესთან ერთად საფრანგეთში იმყოფებოდა და კადიკსის N15-ში ცხოვრობდა. იგი თბილისის უნივერსიტეტისგან ლლოიდ ბანკში 1300 ფრანკს იღებდა.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წლის პირველი იანვრისთვის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიას ნაშთი 953 მან. და 30 კაპ. ჰქონდა დარჩენილი. ანგარიშს ხელს აწერს მაღაზიის გამგე გრიგოლ ბურჭულაძე.

1925

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1925 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წიგნის მაღაზიის მეთვალყურე გრიგოლ ბურჭულაძე საცხოვრებლად თბილისში გადასვლას აპირებდა.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925-1928 წლებში ივანე პაპასკირი ლიტმუშაკად მუშაობდა გაზეთში „აპსნი კაპში”.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს ივანე პაპასკირმა დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ტექნიკუმი.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925-1932 წლებში დავით გაჩეჩილაძე მუშაობდა ჭიათურის შავი ქვის მაღაროებში ტექნიკ ნორმადარად.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925 წელს მიხეილ მრევლიშვილმა მუშაობა დაიწყო გაზეთ „მუშას“ მუშათა კორესპონდენტად.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925-1928 წლებში ნიკოლოზ მრევლიშვილი იყო მოსკოვის შრომის სტატისტიკური ბიუროს სტატისტიკოსი.

1925

ტიპი: ავტორობა

1925 წელს გაზეთ „ახალგაზრდა კომუნისტში“ დაიბეჭდა კალე ბობოხიძის პირველი ლექსი.

1925

ტიპი: ორგანიზაცია

1925-1956 წლებში კალე ბობოხიძე იყო საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის წევრი.

1925

ტიპი: განათლება

1925 წელს კალე ბობოხიძე შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925-1926 წლებში კალე ბობოხიძე იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ადმინისტრაციული განყოფილების რეგისტრატორი.

1925

ტიპი: ღონისძიება

კალე ბობოხიძემ ლიტერატურული მუშაობა დაიწყო 1925 წელს.

1925

ტიპი: ღონისძიება

ანა ღვინიაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1925 წელს.

1925

ტიპი: თანამდებობა

1925-1929 წლებში აკაკი ბელიაშვილი იყო ჭიათურის მაღაროების მარკშეიდერი.