რეგისტრირებული ფაქტები88614
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1896
ტიპი: ღონისძიება
1896 წელს თედო სახოკიამ ჩაატარა სამურზაყანო-გურია-აჭარის ეთნოგრაფიულ-საისტორიო აღწერა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ციმბირის გადასახლებიდან გამოქცეულმა თედო სახოკიამ საქართველოში ჩამოსვლის და მეგობრების მონახულების შემდეგ ბინა ბრიუსელში დაიდო, სადაც იქაური კანონი რუსეთის მთავრობისგან იცავდა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ციმბირიდან გამოქცეული და საქართველოში დაბრუნებული თედო სახოკია ბათუმიდან თურქეთის გავლით ევროპაში გადავიდა და საბოლოო ბინა ბელგიაში დაიდო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ციმბირიდან გამოქცეულმა და საქართველოში დაბრუნებულმა თედო სახოკიამ ბათუმიდან ხოფის გავლით ტრაპიზონში ჩააღწია, სადაც მან საქართველოდან ლტოლვილი იმერეთის მეფის, სოლომონის საფლავი მოინახულა.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ციმბირიდან გამოქცეული და საქართველოში დაბრუნებული თედო სახოკია ბათუმიდან ხოფის გავლით ჩავიდა ტრაპიზონში, სადაც გარკვეული ხანი უშედეგოდ ეძებდა სამუშაო ადგილს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ხოფაში გავლით მყოფი თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ ეს ყველაფრით ქართული მხარე მალე დაუბრუნდებოდა სამშობლოს წიაღს.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს თედო სახოკია ბათუმიდან ლაზმა მენავეებმა გადაიყვანეს ხოფაში, რა დროსაც თედომ დიდი მსგავსება აღმოაჩინა ლაზთა მხარისა გურია-სამეგრელოსთან.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს თედო სახოკიამ ბათუმიდან ხოფისკენ მიმავალ გზაზე აღმოაჩინა, რომ ადგილობრივი სოფლის მოსახლეებს ისეთივე ცხოვრების ნირი და წეს-ჩვეულებანი ჰქონდათ, რაც გურია-სამეგრელოს მკვიდრთ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს ციმბირის გადასახლებიდან სამშობლოში გამოქცეულს თედო სახოკიას ბევრი კომიკური რამ შეემთხვა გზაში. მისივე შეფასებით, ყველაზე სასაცილო გონიოდან ხოფაში მგზავრობა იყო.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს საზღვარზე თედო სახოკიას გადამყვან ლაზ მენავეებს მისთვის ფულის წართმევა და მისი ზღვაში გადაგდება ჰქონდათ დაგეგმილი, თუმცა ერთ-ერთმა თქვა უარი , რადგან ეშინოდა იმ ხალხის ვინც თედო ჩააბარა მათ.

