რეგისტრირებული ფაქტები93101
სორტირება თარიღი მზარდობით
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე სასულიერო სასწავლებლისთვის ფულადი დახმარების გაღებაზე თანხმობა განაცხადეს შემდეგმა სასულიერო პირებმა: მიხეილ ვარდიევმა, პ. შიუკოვმა, მ. მირიანოვმა, იოანე მრევლიშვილმა, გრიგოლ თუშუროვმა, გიორგი მრევლიშვილმა, იოსებ ბიბილურმა და ს. ტოპოლაშვილმა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს მღვდლებმა: სფ. ფირანოვმა და გიორგი მრევლიშვილმა უარი განაცხადეს თავიანთი ჯამაგირიდან გაეღოთ შემოწირულობა სასულიერო სასწავლებლის სასარგებლოდ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს თელავის სამღვდელოების ყრილობაზე მთავარი განსახილველი საკითხი სასულიერო სასწავლებლისთვის საჭირო ფულადი დახმარების მოძიება იყო. მსჯელობის დროს სასწავლებლის სასარგებლოდ, გონივრულად და წინდახედულად საუბრობდნენ მღვდლები: პ. შიუკაშვილი, მიხეილ ვარდიევი, მ. მირიანოვი, გრიგოლ თუშუროვი, იოანე მრევლიშვილი. მათი აზრით მღვდლებს თავიანთი ჯამაგირიდან ერთი მესამედი უნდა შეეწირათ სასულიერო სასწავლებლისთვის.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 8 მაისს გაიმართა თელავის სამღვდელოების ყრილობა, რომლის თავმჯდომარედ მიხეილ ვარდიევი აირჩიეს, ხოლო საქმისმწარმოებლად – მიხეილ ხელაშვილი.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 18 მაისს ილია ჭავჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე სიტყვით გამოვიდა.
1876
ტიპი: თანამდებობა
1876 წლის 19 მაისს ილია ჭაჭავაძე თბილისის სათავადაზნაურო ბანკის კრებაზე 131 ხმით 17-ის წინააღმდეგ ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში რაჭის მაზრიდან მონაწილეობა მიიღო პროპორშჩიკმა სიმონ ქაიხოსროს ძე ერისთავმა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1976 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში, რაჭის მაზრიდან, მონაწილეობა მიიღო პორუჩიკმა ივანე ქაიხოსროს ძე კვიტაშვილმა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში, რაჭის მაზრიდან, მონაწილეობა მიიღო შტაბს-კაპიტანმა ნიკოლოზ ლევანის ძე ყიფიანმა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში, რაჭის მაზრიდან, მონაწილეობა მიიღო ტიტულოვანმა მრჩეველმა ლუარსაბ ლევანის ძე ჭიჭინაძემ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სატავადაზნაურო არჩევნებში, რაჭის მაზრიდან, მონაწილეობა მიიღო ტიტულოვანმა მრჩეველმა დავით ნიკოლოზის ძე ბაქრაძემ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში, რაჭის მაზრიდან, მონაწილეობა მიიღო მრჩეველმა ლუარსაბ ოტიას ძე ყიფიანმა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში, რაჭის მაზრიდან, მონაწილეობა მიიღო პროპორშჩიკმა პლატონ სიმონის ძე წულუკიძემ, რომელიც არჩეულ იქნა რაჭის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლად.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კოლეგიის რეგისტრატორმა სიმონ დავითის ძე წერეთელმა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კოლეგიის რეგისტრატორმა სამსონ ბეჟანის ძე მაჭავარიანმა.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისი გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კოლეგიის რეგისტრატორმა ხახული ზურაბის ძე აბაშიძემ.
1876
ტიპი: ღონისძიება
1876 წლის 28 მაისის ქუთაისის გუბერნიისა და მაზრის სათავადაზნაურო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო კოლეგიის რეგისტრატორმა ბესარიონ დიმიტრის ძე ჟღენტმა.

