საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88615

1927

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1927 წლის ოქტომბერში ტიციან ტაბიძემ ნიკოლო მიწიშვილს ქობულეთიდან მისწერა და სთხოვა, ყურადღება მიექცია, რომ მისი წერილი ვაჟა ფშაველას შესახებ უშეცდომოდ დაბეჭდილიყო.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 3 ოქტომბერს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს, გაუგზავნა წერილი, რომელშიც წერდა, რომ წაიკითხა „რუსთველიანა“ და, მისი აზრით, შოთა რუსთაველის ვინაობა ცნობილი გახდა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 10 ოქტომბერს აკაკი ჩხენკელი უგზავნის წერილს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის გენერალურ სამდივნოს. იგი მადლობას უხდის საფრანგეთის პრეზიდენტს სადილზე მიპატიჟებისთვის, რომელსაც სიამოვნებით ეწვევა 20 ოქტომბერს და აღნიშნავს, რომ წეულებას ვერ დაესწრება მისი მეუღლე.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 18 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობას უხდიან პანამის რესპუბლიკის მინისტრს და მის მეუღლეს მენდეს პერეირას 3 ნოემბერს პანამის ეროვნულ დღესასწაულზე მიწვევისთვის. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს, რომ ეწვევა, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1927

ტიპი: ავტორობა

ალექსანდრე წერეთელმა გამოსცა შრომა ავსტრალიის ფედერაციის შესახებ.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის წერილს უგზავნიან არგენტინის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს და მის მეუღლეს ალვარეს დე ტოლედოს მიღებაზე მიწვევისთვის, რომელიც 30 ოქტომბერს გაიმართებოდა. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს, რომ ეწვევა, მისი მეუღლე კი ვერ დაესწრება.

1927

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1927 წლის ნოემბერში ელენე ლომაძეს ქუნთრუშა დაემართა და საავადმყოფოში წაიყვანეს.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 23 ნოემბერს ნუცა შარაშიძემ წერილი გაუგზავნა ნინო ქიქოძეს და გიგო და ელისაბედ შარაშიძეებს და აცნობა, რომ დავით დონდუა დაიჭირეს.

1927

ტიპი: ნასამართლეობა

1927 წლის დეკემბერში სოცუზრუნველყოფის სახალხო კომისარიატის საკლუბო კომისიის დირექტორი სოლომონ ახვლედიანი საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გაასამართლა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის დეკემბერში სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თედო ღლონტი, შალვა ნუცუბიძე და კორნელი კეკელიძე სომხეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ.

1927

ტიპი: თანამდებობა

1927 წლის დეკემბერში პრეზიდიუმის წევრებად აირჩიეს იოსებ სტალინი, ალექსეი რიკოვი, მიხეილ კალინინი, ნიკოლაი ბუხარინი, იან ერნესტის ძე რუძუტაკი, კლიმ ვოროშილოვი, ანასტას ოვანესის ძე მიქოიანი, ვიაჩესლავ მოლოტოვი, სერგო ორჯონიკიძე, მიხეილ ტომსკი, ულგანოვი, ემელიან იაროსლავსკი, სტანისლავ კოსიორი, ვიაჩესლავ მენჟინსკი.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის დეკემბერში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე კომუნისტური პარტიის მე-15 ყრილობამ პარტიიდან გარიცხა.

1927

ტიპი: ღონისძიება

1927 წლის 15 დეკემბერს აკაკი ჩხენკელი ულოცავს ფინეთის რესპუბლიკის საგანგებო ელჩსა და სრულუფლებიან მინისტრს საფრანგეთში ჰარი ჰოლმას რწმუნებათა სიგელის ჩაბარებას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.

1927

ტიპი: ავტორობა

1927 წლის 15 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორმა მადლობის წერილი გაუგზავნა ვლადიმერ ახმეტელს ვაჟის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ბერლინის ქართველთა კოლონიიდან მიღებული სამძიმრის ბარათების გამო.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე დაიწყო სტუდენტთა სამხედრო ლაშქრობა, რომლის მიზანიც მათთვის ბრძოლის საშუალებების გაცნობა და იმ ცოდნის პრაქტიკული გამოყენება იყო, რომელიც ზამთრის განმავლობაში შეიძინეს. ლაშქრობას ამიერკავკასიის ქვეითი სკოლის უფროსთა შემადგენლობა ხელმძღვანელობდა: კლემენტიევი, ბოგდანოვი, გედევანიშვილი, სერიოდკინი, ხაბუკოვი, სოკოლოვსკი.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წელს წყალთა სამმართველოს უფროსი ბესარიონ გოგია წყალდიდობასთან მებრძოლი საგანგებო სამეულის წევრად დაინიშნა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე მარიამ ორახელაშვილის თავმჯდომარეობით ხევსურეთში ახალი სკოლებისა და სამკურნალოების ასაგებად მთავრობის მიერ დაარსებულმა კომისიამ მოიწვია სპეციალური სხდომა, რომელსაც ესწრებოდნენ: ალექსი ყამარაული, სუჯიაშვილი, ივანე ფრანგულიანი, გ. თედორაძე და ს. ფანცხავა. ორახელაშვილმა წაიკითხა მოხსენება სკოლებისა და სამკურნლო დაწესებულებების გახსნის შესახებ. ა. კალაშნიკოვს პროექტის მომზადება და ტექნიკური ზედამხედველობა დაევალა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის გაზაფხულზე აკადემიკოსი ნიკო მარი ეწვია ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, ფილიპე მახარაძეს, მერე მოხსნება წაიკითხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც მისი მსმენელები იყვნენ: სარგის კაკაბაძე, მარიამ ორახელაშვილი, შალვა ნუცუბიძე, ვუკოლ ბერიძე და ალექსანდრე მაჭავარიანი.

1928

ტიპი: თანამდებობა

1928 წელს ალექსანდრე ყამარაული ამიერკავკასიის ფოსტა-ტელეგრაფის კომისრის მოადგილედ მუშაობდა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წელს ვინმე სოლომონი, რომელმაც გიგო შარაშიძის თარგმანი მიიღო, მას გამოცემას შეჰპირდა და მისწერა, რომ ფსევდონიმი „სოფლის მასწავლებელი“ ზოგადი იყო და სახელის გარეშე ცენზორი წიგნს არ დაბეჭდავდა.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წელს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს საფრანგეთიდან საქართველოში გაუგზავნა ფრანგული წიგნის წინასიტყვაობის თარგმანი ევროპელი კოლონისტების ამერიკაში ჩასვლის ამბების შესახებ და ჰითხა, ეს წიგნი თუ გამოდგებოდა გოგი და ბიბი ქარცივაძეებისთვის და ნუცა და ქეთევან შარაშიძეებისთვის.

1928

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1928 წელს სიმონ ალექსანდრეს ძე ჩიხლაძე ფრაქციული მუშაობის გამო პარტიიდან გაგდებულთა სიაში ირიცხებოდა. ასევე გადიოდა “83“-ის საქმეში, სადაც დახასიათებული იყო, როგორც პარტიის ერთგული.

1928

ტიპი: განათლება

1928-1929 წლებში ივანე პაპასკირი სწავლობდა პეტერბურგის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში.