რეგისტრირებული ფაქტები89741
სორტირება თარიღი მზარდობით
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 15 მარტის დადგენილების მიხედვით, თელავის მენშევიკური იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარმა წევრებმა – ფირუზ ივანეს ძე გაგნიძემ, ამბროსი ნიკოლოზის ძე გაჩეჩილაძემ და შალიკო ხელიაშვილმა – სულ დააკავეს არალეგალურ ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებული 20 პირი. დადგენილებაში არის რეკომენდაცია, რომ დაკავებულები გადაეგზავნათ საქართველოს ჩეკაში თბილისში. რეკომენდაცია შესრულდა 17 მარტს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 19 მარტს ალექსანდრე ჯანდიერს მიუსაჯეს პატიმრობა თელავში და საქმე ძიებას გადასცეს.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ გაწევრიანდა სტუდენტურ ორგანიზაციაში, რომლის წევრებიც იყვნენ: გედეონ დავითის ძე სვანიძე, გია აბაშიძე, ვლადიმერ (ვალოდია) ნიკიფორეს ძე ზამბახიძე, ნადია ბერულავა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
1924 წელს დაკავებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ის შევიდა სტუდენტურ ორგანიზაციაში, რომლის წევრები იყვნენ: გედეონ სვანიძე, გია აბაშიძე, ვალოდია ზამბახიძე და ნადია ბერულავა. ჭელიძე აირჩიეს ორგანიზაციის ფინანსური სექციის უფროსად. ამ ადგილზე რამდენიმე თვე იმუშავა და შვებულებაში გავიდა, რის შემდეგაც დააკავეს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 20 მარტს გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე საქართველოს ჩეკამ რაჭის მაზრის სოფელ ბუგეულში დააპატიმრა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 30 მარტს საქართველოს ჩეკას მიერ დაპატიმრებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე დასაკითხად თბილისში გადაიყვანეს.
1924
ტიპი: თანამდებობა
გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაციის ფინანსური სექციის უფროსად დანიშნეს და რამდენიმე თვის მუშაობის შემდეგ შვებულებაში გავიდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 20 მარტს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ივანე ელიაშვილი, ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე, პარმენ კახიანი და დავით კარიჭაშვილი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 20 მარტს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის მოხსენება წიგნების დაგირავების შესახებ.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 20 მარტს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ამიერკავკასიის რკინიგზის სალიანდაგო სამსახურის სამმართველოსთან არსებული წიგნსაცავ-სამკითხველოს გამგეობის თხოვნა წიგნების შეღავათიან ფასებში დათმობის შესახებ. გამგეობამ დაადგინა, წიგნსაცავისთვის წიგნები 25%-იანი ფასდაკლებით მიეცა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 20 მარტს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე შალვა იასონის ძე ამირანაშვილმა წიგნსაცავიდან წიგნების შინ გატანების ნებართვა ითხოვა. გამგეობა დათანხმდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 20 მარტს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის დადგენილებით პირველი მარტიდან მომსახურე პერსონალის ანაზღაურება 80%-ით უნდა გაზრდილიყო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 20 მარტს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს ვარლამ ბურჯანაძის წინადადება – მიმდინარე ხარჯების დასაფარად გაეყიდათ ნაკლებად საჭირო ნივთები ან 10 ფუთი ქაღალდი. გამგეობამ დაადგინა, გაეყიდა 10 ფუთი საბეჭდი ქაღალდი.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 25 მარტს სიმონ ექვთიმეს ძე ღლონტი იმყოფებოდა ოზურგეთის გამოსასწორებელ სახლში ბანდიტების ხელშეწყობის ბრალდებით, ირიცხებოდა ოზურგეთის პოლიტბიუროში.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 27 მარტს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს იოსებ იმედაშვილის თხოვნა, საზოგადოების გამოცემული წიგნები საკომისიოდ მიეცათ. გამგეობამ მისი თხოვნა დააკმაყოფილა
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 27 მარტს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე კავკავის სკოლისთვის წიგნების უფასოდ გაგზავნის საკითხი განიხილეს. გამგეობამ დაადგინა, სკოლისთვის საზოგადოების ყველა გამოცემა გაეგზავნა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 27 მარტს იასონ ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: ვარლამ ბურჯანაძე, ნინო ნაკაშიძე, პარმენ კახიანი და დავით კარიჭაშვილი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 27 მარტს წიგნების გამომცემელი და გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე ნიკო გოცირიძის 30 წლის იუბილეზე მიწვევის საკითხი განიხილეს. გამგეობამ დაადგინა, იუბილეზე ვარლამ ბურჯანაძე წასულიყო და საჩუქრად საზოგადოების გამოცემული წიგნები წაეღო.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 29 მარტს ქუთაისიდან კონტრრევოლუციურ საქმიანობაში ბრალდებულ გრიგოლ ვასილის ძე ქუთელიას თბილისში გადაგზავნა მოითხოვეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 31 მარტის საქარველოს ჩეკას დადგენილების მიხედვით, ალექსანდრე ჯანდიერს ბრალი დაუმტკიცდა რომან ყანჩაველის ჩვენებაზე დაყრდნობით. ჩვენებაში ნათქვამია, რომ ქაქუცას ჯანდიერმა აცნობა ფოსტის გავლის შესახებ, ჯერ შეცდომით, მაგრამ რამდენიმე დღეში მისცა სწორი მინიშნება, რის შემდეგაც რაზმმა გაძარცვა ფოსტა და გაიტაცა ცხენი, ხურჯინი და 100 მილიონი მანეთი.

