რეგისტრირებული ფაქტები90418
სორტირება თარიღი მზარდობით
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წელს ბენიამინ ჩხიკვიშვილი სხვა ქართველებთან ერთად სუზდალის ციხეში ჩასვეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წელს ბენია ჩხიკვიშვილი აჯანყებაში მონაწილეობის მისაღებად ფარულად დაბრუნდა საქართველოში.
1924
ტიპი: გარდაცვალება
1924 წელს ბენიამინ ჩხიკვიშვილი, ნოე ხომერიკი, გოგიტა ფაღავა, გიორგი წინამძღვრიშვილი და ვასილ ნოდია რუსეთში დახვრიტეს.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის იანვრამდე გერასიმე ფირცხალაიშვილი მეტეხის ციხეში იჯდა. ამხანაგები ციხეში ყოფნის დროსაც სახიფათო საქმეებს ანდობდნენ და ისიც მშვიდად და მოხერხებულად ასრულებდა, ციხიდან გამოსვლისთანავე კი კვლავ ჩაება პოლიტიკურ საქმიანობაში.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის იანვარში იუსტინე (ნიკო) შარაშიძე ამხანაგებთან ერთად პატიმრობიდან გაათავისუფლეს. მან გამოსვლისთანავე დაიწყო მუშაობა ჯერ თბილისში, შემდეგ – ჭიათურაში.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის იანვარში იუსტინე (ნიკო) შარაშიძე მეტეხის ციხიდან გამოვიდა და მაშინვე დაიწყო მუშაობა ჯერ თბილისში, მერე – ჭიათურაში, სადაც აჯანყების დროს ახალგაზრდების მებრძოლი რაზმის მეთაური იყო და მონაწილეობდა გამოსვლებში.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 2 იანვრისთვის კოტე მარჯანიშვილი დგამდა „ვეფხისტყაოსანს“, მაგრამ ვერ მოასწრო.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 2 იანვრისთვის მსახიობთა კავშირი აპირებდა გამოეცა ჟურნალი „სახიობა“ აკაკი ფაღავას რედაქტორობით.
1924
ტიპი: ღონისძიება
რ.კ.პ. ამიერკავკასიის საოლქო კომიტეტის სააგიტაციო-საპროპაგანდო განყოფილება აწყობს ბეჭდვითი საქმის გამოფენას და იწვევს ყველა პარტიულ, სახელმწიფო, კოოპერატიულ, სამეურნეო დაწესებულებას, ორგანიზაციებსა და ყველა გაზეთის რედაქციას მონაწილეობა მიიღონ გამოფენაში და კომუნისტური აღზრდის ცენტრალურ სახლში (ყოფილი სამხედრო ტაძრი) ამხ. პუტილოვთან გამოაგზავნონ მათ მიერ გამოცემული ჟურნალები, გაზეთები, წიგნები, ბროშურები და სხვა არაუგვიანეს 1924 წლის 3 იანვრისა.
1924
ტიპი: ნასამართლეობა
1924 წლის 5 იანვარს იოსებ თევდორეს ძე გეგელია ფოთში დააკავეს და ბრალად წაუყენეს არალეგალური საქმიანობა.
1924
ტიპი: ორგანიზაცია
გამოძიების თანახმად, 1924 წლის 5 იანვარს დაკავებული იოსებ თევდორეს ძე გეგელია აქტიურად მუშაობდა იატაკქვეშა მემარჯვენე-ფედერალისტთა გუნდში და ასევე იცნობდა ამბოხების ორგანიზატორებს. ის ხელმძღვანელობდა მემარჯვენე-ფედერალისტების სამხარეო კომიტეტს.
1924
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1924 წლის 5 იანვარს დაკავებულ იოსებ თევდორეს ძე გეგელიას ხელზე ჰქონდა ნიშანი – ნაჭრილობევი.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ირაკლი გამრეკელმა დახატა გრიგოლ ცეცხლაძის პორტრეტი წიგნისთვის „პოეტის ყეფა“.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 6 იანვრის „ბარრიკადის“ ინფორმაციით, ხელოვანთა მთავარი კომიტეტი კოტე მარჯანიშვილის შესახებ წიგნის გამოცემას აპირებდა. წიგნისთვის პორტრეტები უნდა დაეხატათ მოსე თოიძეს, ვალერიან სიდამონ-ერისთავს, ირაკლი გამრეკელს, იოსებ შარლემანსა და ვერა ლებედევას.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 6 იანვარს „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ტიციან ტაბიძე შამილის შესახებ სცენარის დაწერას აპირებდა და სცენარის შეძენისა და ფილმის გადაღების შესახებ კინოცენტრთან აწარმოებდა მოლაპარაკებას.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924 წლის 6 იანვარს გაზეთ „ბარრიკადში“ გამოქვეყნდა ცნობა, რომ ზაქარია ფალიაშვილმა დაწერა ოპერა „დაისი“, დეკორაციები კი მისივე ხელმძღვანელობით ვალერიან სიდამონ-ერისთავმა დახატა.

