საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები93063

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს გაყაჩაღებული ბოლშევიკის, მანწკავას წინააღმდეგ გურიაში გაგზავნეს ჯარი ცნობილი ალექსანდრე (საშა) ობოლაძის მეთაურობით.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს დააწიოკეს საქართველოს რევოლუციური კერა, გურია. ტყეებში გაჭრილ ყაჩაღებთან უძლური საშა ობოლაძე შურს იძიებს გლეხობაზე, ხვრეტს მათ და გასისხლიანებულ გვამებს ყვავ-ყორნებისა და ძაღლების საჯიჯგნად ყრის ოზურგეთის შემავალ გზებზე მოსახლეობის დასატერორებლად.

1923

ტიპი: გარდაცვალება

1923 წელს ალექსანდრე ობოლაძე მოკლა მანწკავას ნათესავმა და მეგობარმა. ეს გახდა საბაბი უარესი რეპრესიებისა, მისი მკვლელობის დღიდან ოზურგეთში დაიწყეს უდანაშაულო ხალხის მასობრივად დახვრეტა.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923-1924 წლებში ანდრია ბენაშვილი კითხულობდა ლექციებს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1924 წლებში ანდრია ბენაშვილი იყო გეოდეზიური კათედრის გამგე საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს გიორგი მაზნიაშვილი დააპატიმრეს და „სამხედრო ცენტრის” საქმესთან დაკავშირებით დახვრეტა მიუსაჯეს, თუმცა, ბათუმისა და აჭარის გათავისუფლებაში მონაწილეობის გამო სასჯელი მალევე გააუქმეს და საზღვარგარეთ გადაასახლეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ირანის მთავრობასთან ურთიერთობის დაძაბვის გამო გიორგი მაზნიაშვილმა ევროპაში გამგზავრება და ქართველ ემიგრანტთა დიდ ჯგუფთან შეერთება გადაწყვიტა.

1923

ტიპი: ნასამართლეობა

1923 წელს ტარას ვაშაკიძე ანტისაბჭოთა „სამხედრო ცენტრის” საკითხთან დაკავშირებით დააპატიმრეს, თუმცა, მალევე გაანთავისუფლეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ტარას ვაშაკიძე სამხედრო სამსახურიდან გადადგა და საქართველოს სსრ ფინანსთა სახალხო კომისარიატში დაიწყო მუშაობა.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს აუცილებელი პრაქტიკის გავლის შემდეგ ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად მიიღეს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1926 წლებში ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მუშაობდა მასწავლებლად.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი რეზერვში გადაიყვანეს.

1923

ტიპი: ღონისძიება

1923 წელს ალექსანდრე ანდრონიკაშვილი საიდუმლოდ იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს გენერალი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი დამკომთან ერთად ჩამოყალიბებული სამხედრო ცენტრის თავმჯდომარე იყო.