რეგისტრირებული ფაქტები88778
სორტირება თარიღი მზარდობით
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ სახელმწიფო გამომცემლობა და გამომცემლობა „ქართული წიგნი“ ერთმანეთს ებრძოდნენ და თვითონ უნებურად აღმოჩნდა მათი ქიშპობის მსხვერპლი.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა, რომ სახელმწიფო გამომცემლობა არღვევდა ხელშეკრულებას „ქამუშაძის გაჭირვების“ გამოქვეყნების თაობაზე.
1931
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წელს დავით კლდიაშვილმა სერგო კლდიაშვილს სიმონეთიდან მისწერა და სთხოვა, თუკი მისი წიგნების გამოცემა კიდევ გაჭიანურდებოდა, შეეტანა განაცხადი სახელმწიფო გამომცემლობაში ხელშეკრულების გაუქმების შესახებ.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931 წელს სიმონ წვერავა აირჩიეს საქართველოს საბჭოთა მწერლების ფედარაციის პასუხისმგებელ მდივნად.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931 წელს საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა სიმონ წვერავა დანიშნა „ლიტერატურული გაზეთის” რედაქტორად.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931-1937 წლებში სიმონ მთვარაძე მუშაობდა მოზარდ მაყურებელთა თეატრის ლიტერატურული ნაწილის გამგედ.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931-1933 წლებში დიმიტრი ჯანელიძეს ეკავა საქართველოს ცეკასთან არსებული მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის სწავლული მდივნის თანამდებობა.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931-1932 წლებში კლავდია დევდარიანი მასწავლებელად მუშაობდა ხარაგაულის ტექნიკუმში.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931-1932 წლებში გიორგი სამხარაძე მუშაობდა მე-8 შვიდწლიანი სკოლის დირექტორად ქუთაისში.
1931
ტიპი: თანამდებობა
1931-1932 წლებში მამია ასათიანი განათლების განყოფილების გამგის მოადგილე იყო ქუთაისში.

