საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები87198

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 16 მაისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში თედო სახოკია იმედოვნებდა, რომ შთამომავლობა მას ლოცვა-კურთხევით მოიხსენიებდა გაწეული შრომისა და დანატოვარის გამო.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს თედო სახოკიას მუშაობის ხალისი არ ჰქონდა დაკარგული და იმავე შემართებით აგრძელებდა ნაშრომებზე მუშაობას.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1943 წლის 16 მაისს თედო სახოკიას მიერ დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად საქართველოს დიდი გულშემატკივარი, ოლივერ უორდროპი სოფელ სევენოკიდან იყო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, ვრცელი მოგონება აკაკი წერეთელზე მას ჩაურთავს თავის ნაწერში „ჩემი თავგადასავალი“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავამ დაწერა ავტობიოგრაფია.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ყავდა მამა, სპირიდონ ფანცხავა.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი სპირიდონი სოფელ წყალტუბოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელი იყო.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას ჰყავდა დედა, მაკრინე იოსელიანი-ფანცხავა.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას ჰყავდა უფროსი ძმა, რომანოზი.

1943

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ვალერიან გაფრინდაშვილს ჰყავდა მამა, ივანე გაფრინდაშვილი.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ ივანე როსტომაშვილი იყო გამომცემელი.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიიდან ირკვევა, რომ მას დაუწერია გამოკვლევა კალენდრის შესახებ.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მას დაუწერია თხზულება „ჩემი თავგადასავალი“.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა იხსენებს თავის მოგზაურობას სოფელ სამთავისში.

1943

ტიპი: თანამდებობა

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, მამამისი სპირიდონი იყო წყალტუბოს საეკლესიო საქმეების გამგებლის თანაშემწე.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, დედამისი მაკრინე იოსელიანი ოჯახის დიასახლისი იყო.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა თავის ანდერძად იხსენიებდა კალენდრის შესახებ თავისი კვლევის ცალკე წიგნად გამოცემასა და ქართულ, რუსულ, ფრანგულსა და ინგლისურ ენებზე გავრცელებას.

1943

ტიპი: ორგანიზაცია

1943 წლის 21 ივნისს იაკობ ფანცხავას დაწერილი ავტობიოგრაფიის თანახმად, იგი იყო ქუთაისის დრამატიული საზოგადოების წევრი.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავამ აღარ დაწერა „ჯეჯილისა“ და „კვალის“ ერთგულ თანამშრომლებზე, რადგან მათ შესახებ „ჩემ თავგადასავალში“ ჰქონდა მოთხრობილი.

1943

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1943 წელს იაკობ ფანცხავას პენსია შეადგენდა 350 მანეთს.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წლის პენსია, 350 მანეთი, იაკობ ფანცხავას უმცირეს მოთხოვნებსაც კი ვერ წვდებოდა მანეთის იმდროინდელი ღირებულების გამო.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წელს მოულოდნელად თავს დამტყდარი ომის გამო იაკობ ფანცხავა მეტად შეჭირვებულ ყოფაში იმყოფებოდა.

1943

ტიპი: ღონისძიება

1943 წლის 21 ივნისს დაწერილ ავტობიოგრაფიაში იაკობ ფანცხავა ომის მდგომარეობაში მყოფ ქვეყანასა და თანამემამულეებს ამხნევებდა აკაკი წერეთლის სიტყვებით: „ვინც სულს არ სწირავს სამშობლოს, არ ეთქმის ქვეყნის შვილიო“.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს იაკობ ფანცხავა ვარაუდობდა, რომ მისი გამოკვლევა კალენდრის შესახებ პოპულარული გახდებოდა მკითხველთა წრეში, თუ ამ თხზულებას ცალკე წიგნად გამოსცემდნენ და საზოგადოეაში გაავრცელებდნენ ქართულ, რუსულ, ფრანგულსა და ინგლისურ ენებზე.

1943

ტიპი: ავტორობა

1943 წელს იაკობ ფანცხავა იმედოვნებდა, რომ მისი გამოკვლევა კალენდრის შესახებ მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს დაიმსახურებდა.