რეგისტრირებული ფაქტები86028
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1880
ტიპი: ღონისძიება
1880-იან წლებში სიმონ ქვარიანმა, ქუთაისსა და ოდესაში სწავლის შემდეგ, ორი წელი იმსახურა წინანდლის საუფლისწულო მამულში.
1902
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ზედამხედველი ალექსანდრე ნიკოლოზის ძე როჟდესტვენსკი ქუთაისის სემინარიის ინსპექტორად დაინიშნა.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს დანიშნული ნახევარხარჯიანი სტიპენდია ენიჭებოდა თბილისის სასულიერო სემინარიის აღსაზრდელებს.
1889
ტიპი: ღონისძიება
1889 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლის ბოლო, მე-6 წელს სემინარიაში გათავისუფლდა გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს ნახევარხარჯიანი სტიპენდია, რომელიც მალევე თედო კიკვაძეს დაუნიშნეს.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924-1934 წლებში სიმონ ქვარიანის რომანების „დიდი მოურავი“ და „შოთა რუსთაველი“, ასევე პოემის „ბუმბერაზები“ დაბეჭდვა მას საკმაოდ გაუჭირდა.
1924
ტიპი: ღონისძიება
1924-1934 წლებში სიმონ ქვარიანი საკმაოდ მძიმე მატერიალური პრობლემის წინაშე იმყოფებოდა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს სიმონ ქვარიანის მიერ ჭიათურაში შექმნილი წვრილ მრეწველთა ინტერესების დამცველი ძლიერი ოპოზიციის არსებობის შესახებ იცოდნენ იოსებ სტალინმა, ფილიპე მახარაძემ და შალვა დადიანმა.
1900
ტიპი: ღონისძიება
1900 წელს ჭიათურაში მუშაობის პერიოდში მსხვილ მრეწველებთან დაპირისპირების გამო სიმონ ქვარიანს მოკვლით ემუქრებოდნენ.
1909
ტიპი: ღონისძიება
1909 წელს სიმონ ქვარიანის ნაშრომი „კავკასიის მევენახეობა-მეღვინეობის სურათები“ ცალკე წიგნად გამოიცა.