საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90414

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ ევგენი გეგეჭკორისადმი მიწერილ წერილში იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმში საქართველოს მდგომარეობის შესახებ აღწერა, რუსეთის მიერ საქარველოს დაპყრობის შემდეგ, როგორი თანაგრძნობით ეპყრობოდნენ სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ქვეყნიდან წასულ საქართველოს მოქალაქეებს.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც აღნიშნა, რომ იტალია ერთადერთი იყო დიდ სახელმწიფოთა შორის, რომელმაც ერთა ლიგის სხდომაზე ხმა მისცა საქართველოს ერთა ლიგის წევრობას.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც იგი საქართველოს მთავრობის რწმუნებულის მანდატს ითხოვდა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს მის მიერ იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელშიც ის იუწყებოდა, რომ გაიხსნა იტალიური საწყობები, მაღაზიები; ბათუმში შემოვიდნენ იტალიური სავაჭრო გემები და სხვა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი მისწერა ევ.გეგეჭკორს მის მიერ იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ. მემორანდუმში აღწერილია, როგორ დაიპყრო საქართველო 1921 წელს რუსეთის კომუნისტურმა პარტიამ და როგორ მოუწია საქართველოს მთავრობას თავშესაფარი საფრანგეთში ეპოვა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღწერილია საქართველო-იტალიას შორის, საქართველოს თვითმყოფადობის პერიოდში მჭიდრო ურთიერთობა, როგორც პოლიტიკური, ასევე სავაჭრო და ეკონომიკური კუთხით.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღწერილია, საქართველო-იტალიის ურთიერთობას როგორ შეუშალა ხელი დამპყრობელმა რუსეთმა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 20 ნოემბერს საქართველოს ეროვნული მთავრობის წარმომადგენელმა რაფიელ ივანიცკი-ინგილომ წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს იტალიის მეფის პირველი მინისტრისათვის საიდუმლო მემორანდუმის გაგზავნის თაობაზე საქართველოს მდგომარეობის შესახებ, რომელშიც აღწერილია,1928 წელს როგორ აჯანყდა მთელი საქართველო დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 25 ნოემბერს ვლადიმერ ახმეტელმა ბერლინიდან წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც გააცნო ინფორმაცია ვასო სადათერაშვილის საქმის გამოძიების შესახებ. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, ზეპირსიტყვიერად იგი გათავისუფლებული იყო ბრალდებისაგან.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 26 ნოემბერს ვლადიმერ ახმეტელმა ბერლინიდან, წერილი გაუგზავნა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის აწვდიდა ინფორმაციას შალვა ქარუმიძის საქმის გამოძიების შესახებ. უკანასკნელი ცნობების მიხედვით, საქმე მსვლელობაში იყო. ქარუმიძემ წერილით მიმართა მიუნხენის კრიმინალურ სასამართლოს, სადაც იგი აღიარებდა ბოლშევიკების აგენტის სტატუსს და მოითხოვდა, რომ არ დაეკავებინათ საზღვარზე.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 11 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს ავღანეთის ელჩს ჰაბიბულა ტარზის ავღანეთის მეფის მიერ დადასტურებული რწმუნებათა სიგელის გადაცემას საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის და გამოთქვამს ოფიციალური თანამშრომლობის სურვილს.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 12 დეკემბერს დავით შარაშიძემ დედას, ნინო ქიქოძეს, საფრანგეთიდან საქართველოში გამოუგზავნა ღია ბარათი, რომელშიც წერდა, რომ „დედა ენა“ იშოვეს და მისმა მეუღლემ, ელენე ტუსენ-შარაშიძემ, ქართულის სწავლა დაიწყო.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 13 დეკემბერს შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს ქალაქ რიგიდან მისწერა, რომ იქაური პრესა მკითხველს ან მხოლოდ ბერლინისა და პარიზის გაზეთებიდან გადმობეჭდილ ცნობებს აწვდიდა, ან რუსეთის ცნობათა სააგენტო „ტასსის“ გადმოცემებით სარგებლობდა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 13 დეკემბერს რიგაში მყოფმა შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს თხოვნით მიმართა, რომ მისთვის შრომის ანაზღაურების სახით არც ერთი ფრანკი არ გაეგზავნა. მაღლაკელიძეს მისთვის გაგზავნილი ინფორმაცია არასაკმარისად მიაჩნდა.

1928

ტიპი: ავტორობა

1928 წლის 14 დეკემბერს ვლადიმერ ახმეტელმა ბერლინიდან წერილი მისწერა ევგენი გეგეჭკორს, რომელშიც ის აწვდიდა ინფორმაციას სადათერაშვილის გათავისუფლების შესახებ.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი და მისი მეუღლე მადლობის ბარათს უგზავნიან ჰაიტის მინისტრსა და ა. ნემურს ჰაიტის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საღამოზე მიწვევისთვის, რომელიც გაიმართება 1929 წლის 1-ლ იანვარს. აკაკი ჩხენკელი ადასტურებს მისვლას, ხოლო მისი მეუღლე ვერ დაესწრება.

1928

ტიპი: ღონისძიება

1928 წლის 26 დეკემბერს საქართველოს მინისტრი აკაკი ჩხენკელი ულოცავს უნგრეთის ელჩს ფრედერიკ ვილანს საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემას და გამოთქვამს ოფიციალური ურთიერთობების დამყარების სურვილს.

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს სამეცნიერო დაწესებულებათა მთავარი გამგეობის განკარგულებით, საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი საქართველოს სახელმწიფო მუზეუმს შეუერთდა და ქრისტინე შარაშიძემ მუშაობა განაგრძო, როგორც ბიბლიოთეკარმა (მანამდე ის საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმში ბიბლიოთეკის გამგე იყო).

1929

ტიპი: თანამდებობა

1929 წელს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მუზეუმი და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი გააერთიანეს და ქრისტინე შარაშიძე ბიბლიოთეკრად დანიშნეს.

1929

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერების მიხედვით, 1929 წელს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისა და საეკლესიო მუზეუმის წიგნსაცავების ხელნაწერები საქართველოს მუზეუმში გადაიტანეს.

1929

ტიპი: ავტორობა

1929 წელს რიგიდან შალვა მაღლაკელიძემ ევგენი გეგეჭკორს მისწერა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიება ვერ შეძლო. მისი სიტყვებით, პიროვნება, რომელსაც პოლონელებმა გაუწიეს რეკომენდაცია, საერთო საქმისთვის გამოუსადეგარი აღმოჩნდა.

1929

ტიპი: თანამდებობა

1920 წელს დიდი ჯიხაიშის გიმნაზიის დირექტორი იყო ს. ცაგარეიშვილი.