რეგისტრირებული ფაქტები87423
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი. ესწრებოდნენ: ნოე ჟორდანია, გრიგოლ ვეშაპელი და პავლე საყვარელიძე. მდივანი – ილია ზურაბიშვილი. საბჭოს დადგენილებით, ჯანმრთელობისა და ტექნიკურ საკითხთა სექციებს მიეცათ უფლება საბჭოს სხდომებზე თითო წარმომადგენლის დასწრებისა, რომელთაც სათათბირო ხმის უფლება ექნებოდათ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს სოფლად გამეფებული ანარქიის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გიორგი გვაზავამ შესწორება შეიტანა სოფლად გამეფებული ანარქიის შესახებ გრიგოლ რცხილაძის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში. კერძოდ, იგი წინააღმდეგი იყო ფრაზისა "მიწის საკითხის გადაწყვეტა რუსეთის დიდი რევოლუციის პრინციპების თანახმად". მისი აზრით, რუსეთის რევოლუციამ მრავალი პრინციპი აღძრა და რეზოლუციაში არ არის მითითებული, რომელ პრინციპზეა საუბარი. რეზოლუცია შემდეგნაირად უნდა ფორმულირებულიყო: „მიწის საკითხი გადაწყდეს მშრომელი ხალხის ინტერესების მიხედვით“.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს სოფლად გამეფებული ანარქიის შესახებ და საბჭომ ერთხმად დაადგინა სააგიტაციოდ სოფლად ხალხის გაგზავნის საჭიროება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის კრიზისიდან გამომდინარე, დაიბადა საჭიროება მოწვეულ იქნას ბანკის რწმუნებულის საგანგებო საზოგადო კრება, რომელიც განიხილავს სხვადასხვა მოთხოვნებს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა აკაკი ჩხენკელი; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი და პავლე საყვარელიძე; საბჭოს მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომაზე განხილულ იქნა სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის რწმუნებულის საგანგებო საზოგადო კრების განსახილველი მოთხოვნები. კერძოდ, 5 სამუშაო დღის დაწესება, მოსამსახურეთა მიღებისა და დაწინაურების უფლების მინიჭება, ხელფასის გაზრდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა ნოე ჟორდანია; ესწრებოდნენ: კონსტანტინე მესხი, პავლე საყვარელიძე, სილიბისტრო ჯიბლაძე, ალექსანდრე ლომთათიძე, იესე ბარათაშვილი. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს ბათუმის, ყარსისა და ალდაგანის ოლქების ოსმალეთისთვის დათმობის საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 26 მარტს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე შალვა მესხიშვილმა განაცხადა, რომ თუ აჭარის ოლქები არ დათმო ოსმალეთმა, კრების წევრებმა უნდა იცოდნენ რა ძალას ფლობს სახელმწიფო ომში ჩასართველად და საკუთარი ტერიტორიების დასაცავად.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 8 აპრილს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე აკაკი ჩხენკელმა ისაუბრა ტრაპიზონში მივლინებული სამშვიდობო დელეგაციის შესახებ. დელეგაცია იმყოფებოდა ვაკუუმში. მათ არ ჰქონდათ არანაირი ცნობები საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ. გარდა ამისა, დელეგაცია იყო მრავალპარტიული და მათ შორის არ იყო ერთსულოვნება, რაც ძალიან ამძიმებდა მდგომარეობას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი. ესწრებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი, ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, იესე ბარათაშვილი, გიორგი ჟურული, გრიგოლ რცხილაძე, სერგო ჯაფარიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე განიხილეს ამიერკავკასიის და საქართველოს კონსტიტუციის პროექტების შემუშავების საკითხი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 12 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი ლასხიშვილი; ესწრებოდნენ: ალექსანდრე ასათიანი, ჰაიდარ აბაშიძე, გიორგი გვაზავა, იესე ბარათაშვილი, გიორგი ჟურული, გრიგოლ რცხილაძე, სერგო ჯაფარიძე. მდივანი – დავით ნახუცრიშვილი. სხდომაზე ისაუბრეს ტერმინების: ფედერაციისა და კონფედერაციის განმარტებაზე. ფედერაცია გულისხმობს ძლიერ კავშირს სახელმწიფოთა შორის, ხოლო კონფედერაცია სუსტ კავშირს სახელმწიფოთა შორის.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა კახეთის რკინიგზის საზოგადოების გამგეობამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრება მათი წარმომადგენელი ფილიპე გოგიჩაიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა ქართულ სიტყვა-კაზმული მწერლობის საზოგადოებამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრება მათი წარმომადგენელი, შიო დედაბრიშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა განათლების საზოგადოების გამგეობამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრება მათი წარმომადგენელი, ანასტასია წერეთელი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა გაზეთის "ვოზროჟდენიე" გამომცემლობამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრება მათი წარმომადგენელი, გიორგი ამირეჯიბი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 15 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა ამიერკავკასიის ბანკის გამგეობამ, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრებოდნენ მათი წარმომადგენლები, იასონ ლორთქიფანიძე და დავით ხოშტარია.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა ქართველ სტუდენტთა სამეურნეო საზოგადოებამ, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ეროვნულ ყრილობას დაესწრებოდა მათი წარმომადგენელი, ნიკოლოზ იოსელიანი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა არზრუმის გამგეობამ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი, ალექსანდრე ციციშვილი უნდა დასწრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა ვაჭარ მნრეწველთა კავშირმა, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი, ლევან ზოდელავა უნდა დასწრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 17 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა ქუთაისის ვაჭარ მრეწველთა და ხელოსანთა საზოგადოებამ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი, ნიკოლოზ ნიკოლაძე დაესწრებოდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 18 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა ამიერკავკასიის კოოპერატივის ყრილობათა საბჭომ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენლები, ევგენი დარჩია და ვლადიმიერ კორძაია დაესწრებოდნენ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 20 ნოემბერს საქართელოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს წერილი მისწერა ქუთაისის დრამატიული საზოგადოების გამგეობამ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ყრილობას მათი წარმომადგენელი, პავლე უზნაძე დაესწრებოდა.

