საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81534

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მარტში სახალხო განათლების სამინისტრომ დასავლეთ საქართველოს მეოთხე რაიონის სახალხო სკოლების ინსპექტორს გასარკვევად გაუგზავნა ახალ-სენაკის ნორმალური სასწავლებლის გამგის, ივლიანე გაბუნიას თხოვნა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის მარტში სენაკის მაზრის ერობის გამგეობამ დაბალ სასწავლებელთა მთავარ-გამგეს გაუგზავნა ბანძის უმაღლეს დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის, ივლიანე გაბუნიას ნამსახურეობითი სია და სთხოვდა მის თანამდებობაზე დამტკიცებას.

1952

ტიპი: ავტორობა

1952 წლის 6 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს შეატყობინა, რომ გერმანიაში არსებული ქართული წრეები ერნსტ ლევინისგან ფულის მიღების მოლოდინში ძალიან აქტიურობდნენ. ლევინი ამერიკელების სახელით მოქმედებდა.

1907

ტიპი: თანამდებობა

1907 წლის პირველი ოქტომბრიდან ივლიანე გაბუნია ქუთაისის გუბერნიის სახალხო სკოლების დირექტორის განკარგულებით მაკვანეთის ორკლასიანი სასწავლებლის ზედამხედველის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

1909

ტიპი: თანამდებობა

1909 წლის პირველი სექტემბრიდან ივლიანე გაბუნია ახალ-სენაკის ნორმალური ორკლასიანი სახაზინო სასწავლებლის პედაგოგად გადაიყვანეს.

1910

ტიპი: განათლება

1910 წლის ივნისში ივლიანე გაბუნიამ მოისმინა ქ. ქუთაისში სახალხო მასწავლებლებისთვის გახსნილი საზოგადო განათლების კურსები.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 12 ოქტომბრის სენაკის სასკოლო საბჭოს დადგენილების მიხედვით, კავკასიის სასწავლო კომისარიატმა ივლიანე გაბუნია ახალ-სენაკის ნორმალური ორკლასიანი სახაზინო სასწავლებლის გამგის თანამდებობაზე დაამტკიცა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 20 ოქტომბერს ბანძის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგიურმა საბჭომ და მშობელთა წრის წარმომადგენლებმა ივლიანე გაბუნია მასწავლებლად აირჩიეს.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ივნის-ივლისში ივლიანე გაბუნია განათლების განყოფილების მინდობილობით ხელმძღვანელობდა სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის მიერ სახალხო მასწავლებლებისთვის გახსნილ ქართული ენისა და მეთოდიკის კურსებზე პრაქტიკულ გაკვეთილებს.

1911

ტიპი: ღონისძიება

1911 წლის პირველი იანვრიდან 31 მარტამდე ივლიანე გაბუნიას ჰქონდა თავისუფლება ავადმყოფობის გამო.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის ზაფხულში ივლიანე გაბუნიამ მიიღო კერძო მომზადება ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიაში მელიტონ კელენჯერიძესთან ქ. ქუთაისში.

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის პირველი სექტემბრიდან სენაკის სამაზრო ერობის გამგეობის განკარგულებით ივლიანე გაბუნია ბანძის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა.

1919

ტიპი: სტატუსი

1919 წლის 24 მარტს ივლიანე გვადის ძე გაბუნიას უმაღლესი დაწყებითი სასწავლებლის პედაგოგის წოდება მიენიჭა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 12 ნოემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი სწერს საქართველოს წარმომადგენელს ლონდონში, რომ საჩქაროდ მოელაპარაკოს ინგლისის მთავრობას, პრემიერმინისტრ ლოიდ ჯორჯს ან ჯონ ტილს მაინც, რადგან ნოტაში მიწერილი საკითხის მოგვარება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 31 დეკემბერს ევგენი გეგეჭკორი გუგუშვილს უგზავნის წერილს, რომლშიც  სთხოვს, სასწრაფოდ მივიდეს სერ ჯონ ტილთან და გადასცეს, რომ  საქართველოს სჭირდება რეალური დახმარება ფინანსურად და იარაღით. როგორც გეგეჭკორი ამბობს, ლოიდ ჯორჯი პირადად დაპირდა მას დახმარებას და ნება მისცა, მისი სახელთ ეს ეცნობებინა საქართველოს მთავრობისათვის.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 4 აგვისტოს იუსტიციის მინისტრი რაჟდენ არსენიძე სენატის პროკურორ ანტონ გელაზარაშვილთან ერთად თბილისიდან ბათუმში გაემგზავრა.

1920

ტიპი: ღონისძიება

„ერთობა“ იუწყება, რომ 1920 წლის 7 აგვისტოს მეთამბაქოეთა პროფ. კავშირის ინიციატივით ბათუმში გაემგზავრება 120 მუშა ბათუმის ოლქის საქართველოსთან შემოერთების გამო მისასალმებლად. მათთან ერთად – თბილისის პროფ. კავშირის საბჭოს თავმჯდომარე ხელაძე და სხვ.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობა“ იუწყება, რომ მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე ხომერიკმა თბილისის კულტურულ-ტექნიკური სასწავლებლის ინსპექტორად ვ. ფალავანდიშვილი დანიშნა.

1920

ტიპი: ღონისძიება

1920 წლის 6 აგვისტოს „ერთობის“ საშუალებით სამკითხველოს გამგე დ. ორაგველიძემ მადლობა გადაუხადა მოქალაქე მ. დემინს, რომელმაც საგანგებო ბატალიონის წიგნსაცავ-სამკითხველოს 3300 წიგნი შესწირა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების წევრებად დანიშნა: გ. ბ. აბაშიძე, მ. გ. გაჯინსკი, ი. ბ. გაიდაროვი, გიორგი ბეჟანის ძე გვაზავა, რ. ი. კაჩაზნუნი, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი, მ. ი. მეხტიევი, ხ. ბ. ხას-მამედოვი, ა. ი. ხატისოვი და ა. ა. შეიხ-ულ-ისლამოვი. დოკუმენტს ხელს აწერენ: თავმჯდომარე აკაკი ივანეს ძე ჩხენკელი და საქმეთამმართველი მ. თუმანოვი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს სამხედრო უწყების წარმომადგენლებად დანიშნა: გენერალ-მაიორი ვ. ა. ლევანდოვსკი, პოლკოვნიკი სიმონ სპირიდონის ძე ესაძე, კაპიტანი პრიტომანოვი და სხვ. სულ 10 ადამიანი.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ფინანსური უწყების წარმომადგენლად მ. ა. ბუნიატიანი დანიშნა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლის 16 თებერვალს ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთთან სამშვიდობო მოლაპარაკების დროს ვაჭრობისა და მრეწველობის უწყების წარმომადგენლად ლ. ს. ქიქოძე დანიშნა.