რეგისტრირებული ფაქტები87585
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე სექციის კანცლერის მოხელეს, ირაკლი თაზიშვილს გაეზარდა ხელფასი 3000 მანეთიდან 3600 მანეთამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის დადგენილებით თანამდებობიდან გათავისუფლდნენ მდივნის თანაშემწე – ბარნაბა გამსახურდია, ინსტრუქტორი – დიმიტრი ფალავანდიშვილი, მიწის მზომელი – გიორგი კოკაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე გიორგი კოკაშვილს დაევალა გაცემული სესხების გამო სასამართლოში დაწყებული საქმეების წარმოება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომის დადგენილებით კომისიის მდივანი, დავით ვაჩნაძე დატოვეს ქონებათა სექციის მოსამსახურედ, როგორც საადგილმამულო კომისიის საქმეთა ლიკვიდაციის საერთო ხელმძღვანელი და ხელფასი გაუზარდეს 6600 მანეთამდე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ბარნაბა გამსახურდიას დაევალა კომისიის ლიკვიდაციის საქმეებში დახმარება.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე სამეურნეო სექციის გამგეს ეთხოვა დაეკმაყოფილებინა დიმიტრი ფალავანდიშვილის თხოვნა მის უწყებაში შესაფერის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ირაკლი ამირეჯიბის მოთხოვნა, სამხედრო-სამუშაო რაზმის შედგენისათვის თანხის გაზრდის შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 25 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე დაწესდა გამგის ამხანაგის თანამდებობა და თანამდებობაზე დაინიშნა რევაზ გაბაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 20 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომას თავმჯდომარეობდა გიორგი გვაზავა; ესწრებოდნენ: გიორგი ლასხიშვილი, კონსტანტინე მესხი, რევაზ გაბაშვილი, პეტრე გელეიშვილი, ვასილ გაბაშვილი, სერგო ყაზახაშვილი, პეტრე მამრაძე, ლევან მაღალაშვილი, ივანე მეძმარიაშვილი; მდივანი – ილია ზურაბიშვილი. სხდომას ეროვნულმა საბჭომ წერილი მისწერა ყველა დარგში საქმის წარმოების ქართულ ენაზე შემოღების შესახებ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე განიხილეს ნიკოლოზ ციციშვილის განხადება მისი მამულის „ბეთანიის“ შესახებ, რომლითაც იგი თხოულობს, რომ შუამდგომლობა გაეწიოს სამიწადმოქმედო სამინისტროს წინაშე, რათა მამული ცნობილ იქნას კულტურულ მეურნეობად. კრების დადგენილებით ქონებათა გამგეს, გიორგი გვაზავას დაევალა მიწათმოქმედების მინისტრთან მოლაპარაკება აღნიშნული საკითხის შესახებ.

