რეგისტრირებული ფაქტები87883
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. რწმუნებულთა სია: გიორგი ბაგრატიონ-მუხრანსკი, ნიკოლოზ ერისთავი, გიორგი ტერიშვილი, ლევან წინამძღვრიშვილი, დიმიტრი გაბაშვილი, ლუარსაბ ფავლენიშვილი, სოლომონ ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე მაღალაშვილი.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს ეროვნული საბჭოს ქონებათა სექციის სხდომაზე ეროვნულ საბჭოს წევრთაგან აირჩიეს ოცდაათი ახალი რწმუნებული, ხოლო სამოცდათხუთმეტი რწმუნებული – ძველი შემადგენლობიდან. წევრობის კანდიდატებად დასახელდნენ: ანტონ არჯევანიძე, გრიგოლ ციციშვილი, ვასილ ბაგრატიონ-დავითიშვილი, მიხეილ ერისთავი, ვასილ ავალიშვილი, დავით ვაჩნაძე, გრიგოლ ყარანგოზიშვილი, ლევან მაღალაშვილი.
1905
ტიპი: თანამდებობა
1905 წელს თბილისის პოლიციის უფროსი გიორგი კოვალიოვი, რომელიც თავდასხმის შემდეგ გამოჯანმრთელდა, მეფისნაცვალმა დააწინაურა, განჯის გუბერნატორად დანიშნა.
1905
ტიპი: ღონისძიება
1905 წლის 12 ივლისს ოლღას ქუჩაზე თბილისის პოლიციის უფროსის, გიორგი კოვალიოვის ეტლს ლევან ხერხეულიძემ ყუმბარა ესროლა. კოვალიოვი ფეხში დაიჭრა.
1902
ტიპი: ღონისძიება
1902 წელს ამიერკავკასიის სააფთიაქო საქონლით მოვაჭრე ფარმაცევტთა ამხანაგობის საბჭოს სხდომას დაესწრნენ საბჭოს წევრები: ს. დ. დიასამიძისა, სვიმონ რევაზის ძე ვახვახიშვილი, დიმიტრი ალექსანდრეს ძე გედევანიშვილი, დ. დ. ჯმუხაძე, სიმონ ილარიონის ძე ფორაქიშვილი, პროვიზორი მიხეილ ივანეს ძე შნეიდერი.
1904
ტიპი: ღონისძიება
1904 -1910 წლებში თელავის მაზრის ყაჩაღებმა ხარება ჯიბუტმა და გოგია კენკიშვილმა 95 ტერორისტული აქტი განახორციელეს.
1951
ტიპი: ავტორობა
1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე. წერილის თანახმად, „რუსეთის ხალხთა გათავისუფლების ამერიკულმა კომიტეტმა“ მიმართა ქართულ ემიგრაციას პროპაგანდისტული მიზნით, მონაწილეობა მიეღოთ ანტიბოლშევიკური ბლოკის შექმნაში, თუმცა ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის ივლისში იოსებ სტალინი რუსეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის კავბიუროს სხდომას დაესწრო.

