საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89217

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის პუბლიცისტური წერილი მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საერთაშორისო მდგომარეობის შესახებ. ის საუბრობს ამერიკა-ჩინეთ-კორეის ომის შესახებ, ამასთან აღნიშნავს, რომ რუსეთი გაურბის საერთაშორისო შეტაკებას.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს ევგენი გეგეჭკორმა წარმოთქვა სიტყვა თანამემამულეების წინაშე და გამოქვეყნდა მისი წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე, რომელშიც ის საუბრობს ქართული ემიგრაციის საერთო აპარატის შექმნაზე.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წელს გამოქვეყნდა ევგენი გეგეჭკორის წერილები ბოლშევიზმის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკულ კომიტეტთან კავშირის დამყარების თაობაზე. წერილის თანახმად, „რუსეთის ხალხთა გათავისუფლების ამერიკულმა კომიტეტმა“ მიმართა ქართულ ემიგრაციას პროპაგანდისტული მიზნით, მონაწილეობა მიეღოთ ანტიბოლშევიკური ბლოკის შექმნაში, თუმცა ამაზე უარყოფითი პასუხი მიიღო.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 16 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანიდან ევროპაში დაბრუნებას ცდილობდა.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 24 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ იტალიაში ან მადრიდში ვერ წავიდოდა, მაშინ დასავლეთ გერმანიაში დაბრუნდებოდა. შეატყობინა რომ კორესპონდენტის ბარათი მიიღო.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 24 იანვარს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ირაკლი ბაგრატიონი მადრიდში წასასვლელი ვიზის მიღებაში დახმარებას დაჰპირდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 12 მარტს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიიდან ვიზა არ მიუღია. სთხოვა, ჯანმრთელობაზე ეზრუნა და გულის პრობლემები მოეგვარებინა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 20 მარტს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ პაკისტანიდან იტალიაში ან გერმანიაში დაბრუნებას ცდილობდა. დაჰპირდა, რომ წერილს რუპოლდინგში გაუგზავნიდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 6 აპრილს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ ენრიკო ინსაბატო მასზე განაწყენებული იყო. სთხოვა, მიეწერა და შეახსენა, რომ ინსაბატო ძალიან ბევრ საკითხში ეხმარებოდა შალვა მაღლაკელიძეს.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 14 აპრილს ქრისტინე შარაშიძემ ძველ ხელნაწერთა მუზეუმის წერა-კითხვის საზოგადოებისეული ფონდის 2224 ხელნაწერის გზამკვლევის შედგენა დაასრულა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 10-დან 21 მაისამდე ქრისტინე შარაშიძემ კუთვნილი შვებულებიდან 10 დღე ითხოვა, რადგან დაღლილობისა და მაღალი წნევის გამო დასვენება სჭირდებოდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 11 მაისს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკდემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტმა ქრისტინე შარაშიძეს გასაცნობად გაუგზავნა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის, რენე შმერლინგის სადისერტაციო ნაშრომის „Художественное оформление грузинской рукописи IX, X и XI веков“ ავტორეფერატი.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ შეცდომა დაუშვეს, რადგან დროულად არ იზრუნეს გერმანული საბუთების დამზადებაზე. ურჩია, საგარეო საქმეთა სამინისტროში ეშოვა სამსახური. შეატყობინა, რომ კირიონ მაღლაკელიძის საქმე გართულდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 15 მაისს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ თუ ვიზის საქმე არ გამოვიდოდა, იტალიის მაგივრად გერმანიაში დაბრუნდებოდა. ასევე სთხოვა, ინსაბატოსთვის მიეწერა და გაეგო, დასავლეთ გერმანიაში წასასვლელი ვიზა როგორ მიეღო.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 5 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს სთხოვა, გაერკვია პაკისტანიდან გერმანიაში დასაბრუნებელი ვიზის მისაღებად როგორ უნდა მოქცეულიყო.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 5 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს მისწერა, რომ იტალიიდან ოფიციალური საბუთები არ მიუღია.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 6 ივნისს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის დირექციას, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო საკანდიდატო მინიმუმის ჩაბარება და ითხოვა დაებრუნებინათ 1948 წლის შემოდგომაზე წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომი „ვახუშტი ნათარგმნ შრომებში“ (სამ ცალად). ნაშრომის გამოტანას ის თინათინ ენუქიძეს ანდობდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 16 ივნისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ოჯახურ პრობლემებთან დაკავშირებით მისწერა. სთხოვა, რომ ვიზის საკითხი მოეგვარებინა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 1-ლ ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ვიზის საკითხის მოგვარებისთვის მადლობა გადაუხადა. მისწერა, რომ გრეტა მაღლაკელიძისგან საბუთის მიღებას ელოდა, რის შემდეგაც იგი გერმანულ საკონსულოში წავიდოდა.

1951

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გრეტა მაღლაკელიძე გაიოზ მაღლაკელიძის მეუღლე და ვამეხ მაღლაკელიძის დედა იყო. წარმოშობით ის გერმანელი იყო.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 10 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს პაკისტანიდან მისწერა, რომ საცხოვრებლის შეცვლას გეგმავდა და სტატიისთვის მასალების გაგზავნას ეცდებოდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 14 ივლისს ქრისტინე შარაშიძემ აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორს, ანდრია აფაქიძეს სამსახურიდან განთავისუფლების განცხადებით მიმართა, რადგან მან ქრისტინეს მუშაობას საჯაროდ არაკოლეგიალური უწოდა.

1951

ტიპი: ავტორობა

1951 წლის 24 ივლისს შალვა მაღლაკელიძემ გაიოზ მაღლაკელიძეს ახალი საცხოვრებლის მისამართი გაუგზავნა: მიურეი ჰილსი, "Woodland’s Lodge", პაკისტანი.

1951

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1951 წლის 1-ლ აგვისტოს შალვა მაღლაკელიძემ გერმანიაში მყოფ გაიოზ მაღლაკელიძეს დაბადების დღე მიულოცა და ოჯახის წევრები მოიკითხა (გაიოზ მაღლაკელიძე 5 აგვისტოს გერმანიაში დაიბადა).