რეგისტრირებული ფაქტები88158
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 13 აპრილს მცხეთაში ჩასულმა იოსებ გედევანიშვილმა და ლადო ცაგარელმა დუშეთის ხაზინიდან მოპარული ფული, რომელიც გედევანიშვილის სახლში იყო დამალული, ცაგარელმა ჩემოდნით თბილისში წაიღო.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის მაისში პოლიციის უფროსმა მარტინოვმა და ბოქაულის თანაშემწე მონასტირსკიმ მიიღეს საიდუმლო ცნობა, რომ დუშეთის ხაზინის ქურდები იყვნენ სტუდენტი ძმები ლეო და გიორგი კერესელიძეები, იოსებ დავრიშევი, ილია და ივანე თაქთაქიშვილები და ნიკოლოზ ალავიძე.
1922
ტიპი: ღონისძიება
1922 წელს ვლადიმერ ლენინის მოთხოვნით მიმდინარეობდა სამუშაოები ქართული წითელი არმიის შესაქმნელად.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის 12 აპრილის ღამეს იოსებ გედევანიშვილმა თბილისიდან მცხეთაში წაიყვანა კავკასიის მსროლელთა მეოთხე ბატალიონის ოფიცერი ლადო ცაგარელი.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 6 ნოემბერს ბუდუ მდივანმა და ალექსანდრე მიასნიკოვმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც დადგინდა საქართველოსა და სომხეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების სახელმწიფო საზღვარი.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე (გახსნა ფილიპე მახარაძემ) იმსჯელეს სასურსათო და საფინანსო მდგომარეობასა და სახალხო მეურნეობის უმაღლესი საბჭოს ანგარიშზე.
1925
ტიპი: ღონისძიება
1925 წლის 25 თებერვალს თბილისში გამართულ (გახსნა ფილიპე მახარაძემ) საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე იმსჯელეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კონსტიტუციაზე, საადგილმამულო პოლიტიკასა და ქართული წითელი არმიის შექმნაზე.
1906
ტიპი: ღონისძიება
1906 წლის მაისში პოლიციის უფროსმა მარტინოვმა და ბოქაულის თანაშემწე მონასტირსკიმ მიიღეს საიდუმლო ცნობა იმის შესახებ, რომ დუშეთის ხაზინა გაქურდეს ნოვობაიაზეთის პოლკის კაპიტნის, იოსებ გედევანიშვილისა და კავკასიის მსროლელთა მეოთხე ბატალიონის პორუჩიკის, ვლადიმერ ცაგარლის ხელმძღვანელობით.

