საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები88210

1905

ტიპი: ნასამართლეობა

1905 წელს არსენა ჯორჯიაშვილი პროკლამაციების გავრცელებისთვის დააპატიმრეს, მაგრამ სამხილის უკმარისობის გამო მალე გაათავისუფლეს.

1905

ტიპი: თანამდებობა

1905 წლის რევოლუციის დროს არსენა ჯორჯიაშვილი თბილისის რკინიგზის სახელოსნოში მუშაობდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 4 ივლისს სათავადაზნაურო გიმნაზიის ფანჯრიდან გიორგი ალშიბაიამ, პლატონ მიქაბერიძემ, ანდრეი რომანოვმა, სერიოჟა მასხარაშვილმა და ვლადიმერ ხუდადოვმა მარტინოვს ბომბი ესროლეს.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს სილიბისტრო ჯიბლაძე გაზეთ „სხივის“ რედაქციაში ტერორისტ არშაკ მეგრაბიანცს შეხვდა.

1906

ტიპი: ნასამართლეობა

1906 წელს ივანე თაქთაქიშვილი და ივანე ციმაკურიძე დუშეთის ხაზინის ძარცვისთვის დააპატიმრეს.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 ოქტომბერს ეფრემ ეშბა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდა.

1922

ტიპი: ღონისძიება

1922 წლის 22 ოქტომბერს მიხეილ სამსონის ძე ოკუჯავა საქართველოს ცენტრალური კომიტეტის გადადგომის საკითხზე გამართულ კენჭისყრაში მონაწილეობდა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წელს ფიოდორ გრიაზნოვზე თავდასხმისთვის შეკრებილი ექვსი ტერორისტიდან მხოლოდ არსენ ჯორჯიაშვილი და არშაკ მეგრაბიანცი დარჩნენ დავალების შესასრულებლად.

1905

ტიპი: ღონისძიება

1905 წელს არშაკ მეგრაბიანცი ბათუმში ხუთწლიანი გადასახლების შემდეგ თბილისში დაბრუნდა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ავლაბრის მეოთხე რაიონის ტერორისტულ რაზმში ჩაირიცხა.

1906

ტიპი: ღონისძიება

1906 წლის 14 მაისს გენერალ-გუბერნატორ ტიმოფეევს თავს დაესხნენ, ბომბის გასროლის შედეგად ერთი კაზაკი დაიღუპა, ტიმოფეევი გადარჩა.