რეგისტრირებული ფაქტები88668
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 28 აპრილს ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს სამხედრო-სასანიტარო კომისიამ მოისმინა გამოძიება უფროსი ექიმის, არუთინოვის შესახებ და გადაწყვიტა საავადმყოფოს უფროსი ექიმის თანამდებობიდან მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 26 დეკემბერს გრიგოლ ვეშაპელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღეს კანონი სახალხო მილიციის დაარსების შესახებ. მილიციაში მიღების ასაკად განისაზღვრა 17 წელი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრეს მოკლევადიანი (6 თვიანი) ჯარის მოწვევის შესაძლებლობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ ჯარში გაწვევისას უნდა გაუქმებულიყო ყველანაირი შეღავათი, გარდა ავადმყოფობისა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე დადგინდა, რომ მობილიზაციის გამოცხადება აუცილებლად უნდა მომხდარიყო ეროვნულ საბჭოსთან შეთანხმებით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა კამათი იმის შესახებ, უნდა მოაწეროს თუ არა ხელი საომარი მდგომარეობის შესახებ დეკრეტზე ეროვნულმა საბჭომ. წინადადება არ იქნა მიღებული საბჭოს მიერ.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე გაიმართა მსჯელობა ამიერკავკასიის სეიმის დადებით და უარყოფით მხარეებზე.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ყველა ფრაქციამ დათანხმდა ამიერკავკასიის სეიმის დაფუძნებას.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 21 იანვარს აკაკი ჩხენკელის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე საბჭომ დაადგინა, რომ ჯანმრთელობისა და ტექნიკურ სექციას ექნებოდა უფლება, მათგან თითო წარმომადგენლის გაგზავნისა სათათბირო ხმის უფლებით იმ საკითხების განხილვის დროს, რომელიც ამ სექციებს შეეხებოდათ.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო რევაზ გაბაშვილი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა კალენიკე ქავთარაძე ნოე ჟორდანიას პოზიციის მხარდასაჭერად.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია. მან ისაუბრა მთავრობის მიერ წარდგენილ დეკლარაციაზე, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადების საკითხი და მასზე აქტიური მუშაობა იყო. მანვე დაუჭირა მხარი ირაკლი წერეთელს და ღირსეული სარდალი უწოდა მას. გარდა ამისა, ნაციონალ-დემოკრატებს მან სახელმწიფო გადატრიალების პოლიტიკის მხარდაჭერაში დასდო ბრალი.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა გრიგოლ ნათაძე. მან მხარი დაუჭირა ირაკლი წერეთლის მიერ განხორციელებულ საქმიანობებს.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა შალვა ქარუმიძე. მან ისაუბრა მთავრობის წარმოდგენილ დეკლარაციაზე, რომელიც არ იყო იმის გარანტი, რომ ქვეყანა გააგრძელებდა არსებობას თავისუფალი სახელმწიფოებრივი ცხოვრების წესით. მან ასევე ისაუბრა ქვეყნისათვის წითელი გვარდიის უდიდეს მნიშვნელობაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა იოსებ მაჭავარიანი. მან ირაკლი წერეთელი შერაცხა მოღალატედ და ისაუბრა საქართველოს წინააღმდეგ მის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა ქმედებაზე.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ალესანდრე ახმეტელმა ისაუბრა აგრარული რეფორმის შესახებ, რომელსაც პირველ რიგში, გლეხების ინტერესები უნდა გაეთვალისწინებინა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო რაჟდენ არსენიძე. მან კრების წევრებს შესთავაზა სხდომის ბოლოს დეკლარაციის შესახებ მსჯელობის გამართვა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთი მომხსენებელი იყო ალესანდრე ახმეტელი. მან აღნიშნა, რომ ერთადერთი რევოლუციური პროგრამა, რომელიც არც ტრაქტატს იცავდა, არც ფედერაციას, არც რუსეთის მთლიან ფრონტს და ცენტრს, რადიკალ-დემოკრატიული გლეხთა პარტიის პროგრამა იყო. გარდა ამისა, მანვე ისაუბრა მთავრობის მხრიდან ისეთი კანონის შექმნის აუცილებლობაზე, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტს განამტკიცებდა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგში იყო შეტანილი ორატორობის სიის დახურვა, რომელსაც უმრავლესობამ მისცა ხმა.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე კოტე აფხაზმა კითხვა დაუსვა მთავრობას, სიმართლეს შეესაბამებოდა თუ არა ხმები იმის შესახებ, რომ თითქოს ორასმა თავად-აზნაურმა პეტიცია შეიტანა აგრარული რეფორმის ხელის შეშლისათვის.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ნოე რამიშვილი. მან უარყო აგრარული რეფორმის პეტიციის არსებობა, თუმცა აღნიშნა, რომ გერმანიის წარმომადგენლობას ჰქონდა კერძო შეხვედრები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
1917
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 16 ივნისს ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე წარმოადგინეს 2 ფორმულა. ერთი ფორმულა წარადგინა სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციამ და მეორე, ეროვნულ-დემოკრატიულმა ფრაქციამ. უმრავლესობით მიღებულ იქნა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მიერ წარდგენილი ფორმულა, რომელიც გულისხმობდა საქართველოს ეროვნული საბჭოსთვის სრული ნდობის გამოცხადებას.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1 ნოემბერს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ისაუბრეს მოსალოდნელი საფრთხის და თავდაცვის აუცილებლობის შესახებ.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 1 ნოემბერს ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით მოწვეულ საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ხალხისადმი მოწოდების შედგენა დაევალა დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 11 იანვარს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომას დაესწრო დელეგაცია ახალციხიდან: მღვდელი კანდელაკი, რაბინიანი, დ. ბააზოვი.

