საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90414

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა სერგი ჭილაიას მონოგრაფია „ეგნატე ნინოშვილი“.

1945

ტიპი: ორგანიზაცია

1945 წელს სერგი ჭილაია გაწევრიანდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წელს პოლონეთში ბოლშევიკების მიერ შეპყრობილ მიხეილ კვალიაშვილს 10 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. რუსეთში ჩასვლის შემდეგ კვალიაშვილი მეორედ გაასამართლეს და სასჯელი ერთი წლით გაუზარდეს.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს მიხეილ კვალიაშვილი პოზნანში შესულ პოლონეთის არმიას შეუერთდა.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს იოსებ გრიგოლის ძე გრიშაშვილს სომხეთის სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს ნიკო ნიკოლოზის ძე კეცხოველს საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945-1952 წლებში სერგო ივანეს ძე ქავთარაძე სსრკ-ის სრულუფლებიანი ელჩი იყო რუმინეთში.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა აკაკი გაწერელიას მოთხრობა „სიკვდილი ბარათაშვილისა“.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა აკაკი გაწერელიას მონოგრაფია „ნიკოლოზ ბარათაშვილი“.

1945

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1945 წელს პავლე ვასილის ძე ხუჭუას საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება მიენიჭა.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა ორდე დგებუაძის პირველი წიგნი „დამნაშავენი”.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას მოთხრობა „დარდი”.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა არჩილ ჩაჩიბაიას მოთხრობა „მწვერვალები”.

1945

ტიპი: ღონისძიება

1945 წელს მარჯანიშვილის თეატრში დაიდგა გიორგი შატბერაშვილის დრამა „ფიქრის გორა”.

1945

ტიპი: თანამდებობა

1945-1947 წლებში გიორგი კაჭახიძე ჟურნალ „ოქტომბრელის” რედაქტორის მოადგილე იყო.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წელს გამოქვეყნდა გრიგოლ ჩიქოვანის მოთხრობების კრებული რუსულ ენაზე.

1945

ტიპი: ორგანიზაცია

1945 წელს გრიგოლ ბერძენიშვილი გახდა საქართველოს საბჭოთა მწერალთა კავშირის წევრი.

1945

ტიპი: განათლება

სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ 1945 წლის 26 თებერვალს გაცემული დიპლომის ასლის მიხედვით დადასტურებულია, რომ ქრისტინე შარაშიძემ 1931 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სრული კურსი, პროფილით „ქართული ენა და ლიტერატურა“ დაუმაღლეს კურსდამთავრებულთა ყველა უფლება მიენიჭა.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წლის აპრილში საქართველოს საჯარო ბიბლიოთეკის რარიტეტების საცავში ქრისტინე შარაშიძემ აღმოაჩინა 1241 წლის ხელნაწერი და შედეგად დაწერა გამოკვლევა – „პარხლის სახარება 1241 წლისა“.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წლის 5 აპრილს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატმა პოლონეთის არმიის ბევრი ოფიცერი დააპატიმრა, მათ შორის – გრიგოლ იაშვილი და მიხეილ კვალიაშვილი.

1945

ტიპი: ნასამართლეობა

1945 წლის 5 აპრილს პოლონეთში ბოლშევიკების მიერ შეპყრობილი გრიგოლ იაშვილი გაასამართლეს და 10 წლით ციმბირში გადაასახლეს.

1945

ტიპი: ავტორობა

1945 წლის 13 აპრილს შალვა ჩხეტიამ ხელნაწერების განყოფილების გამგეს შეატყობინა, რომ ახლო მომავალში საზღვარგარეთიდან სამეცნიერო ლიტერატურის გამოწერა იგეგმებოდა და აუცილებელი წიგნებისა და პერიოდიკის სიის შედგენა სთხოვა.

1945

ტიპი: გარდაცვალება

ნინო ათანასეს ასული ქიქოძე-შარაშიძე გარდაიცვალა 1945 წლის 24 აპრილს.

1946

ტიპი: ავტორობა

1946 წელს ქრისტინე შარაშიძემ განცხადებით მიმართა დამკრძალავ პროცესიათა ბიუროს და ითხოვა ნებართვა, რომ ვაკის სასაფლაოზე ცოკოლის მოაჯირით შემოეზღუდა დედის, ნინო ათანასეს ასული ქიქოძე-შარაშიძის საფლავი N-940.

1946

ტიპი: ღონისძიება

ქრისტინე შარაშიძემ და თბილისის ორჯონიკიძის რაისაბჭოს საბინაო სამმართველოს N429 სახლმმართველობის სახლის მმართველმა, მარია სოფრომაძემ, გააფორმეს ხელშეკრულება 1946 წლის 20 ივნისიდან 1957 წლის 20 ივნისამდე მოქმედების ვადითა და განახლების უფლებით.