რეგისტრირებული ფაქტები90414
სორტირება თარიღი მზარდობით
1946
ტიპი: ღონისძიება
1946 წელს ქრისტინე შარაშიძის ბინის ქირა განისაზღვრა თვეში 8 მანეთითა და 62 კაპიკით, რაც შეიძლებოდა შეცვლილიყო ბინის ქირის განაკვეთისა და დამქირავებლის ხელფასის შეცვლის შემთხვევაში.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946 წლიდან ელიზბარ ზედგინიძე მუშაობდა ლიტმუშაკად რესპუბლიკურ გაზეთებსა და ჟურნალებში.
1946
ტიპი: ღონისძიება
1946 წელს სიმონ ჩიქოვანი სამწერლო მოღვაწეობისთვის ლენინის ორდენით დააჯილდოვეს.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946 წელს ალექსანდრე ბარამიძე აირჩიეს რსსრ უმაღლესი სკოლების პროფკავშირის პრეზიდიუმის წევრად.
1946
ტიპი: ორგანიზაცია
1946 წელს ლიტერატურული და სამეცნიერო შრომისთვის გიორგი ლეონიძე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად აირჩიეს.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946-1952 წლებში ბესარიონ ჟღენტი იყო „ზარია ვოსტოკას“ მთავარი რედაქტორის მოადგილე.
1946
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1946 წელს გალაკტიონ ტაბიძემ მეორედ იქორწინა, ცოლად შეირთო ნინო სვიმონის ასული კვირიკაძე.
1946
ტიპი: თანამდებობა
1946-1950 წლებში ალექსანდრე გომიაშვილი საქართველოს მწერალთა კავშირის პასუხისმგებელი მდივანი იყო.
1946
ტიპი: ნასამართლეობა
1946 წელს საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის სპეციალურ ბანაკში მოთავსებული მიხეილ კვალიაშვილი და გრიგოლ იაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. იაშვილს ავადმყოფობის გამო მუშაობა არ შეეძლო, ის სხვაგან გადაიყვანეს.
1946
ტიპი: ნასამართლეობა
1946 წელს იან რუდოლფ მაევსკი ბოლშევიკებმა დააპატიმრეს და 7 წლით ციხეში ჯდომა მიუსაჯეს.

