საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1934

ტიპი: ავტორობა

1919 წლის 11 ივლისის გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ცნობით, მიწათმოქმედების მინისტრმა ნოე გიორგის ძე ხომერიკმა მთავრობის სხდომაზე აბასთუმნის ეროვნული მამულის შეკეთების საკითხი დასვა, რისთვისაც 10-მილიონიანი ფონდიდან 50 000 მანეთი გამოიყო.

1934

ტიპი: ავტორობა

1934 წლის შემოდგომაზე ქრისტინე შარაშიძემ წაიკითხა მოხსენება არჩილ მეფის პოლიგრაფიული მოღვაწეობისა და მოსკოვში პირველი ქართული სტამბის დაარსების შესახებ.

1934

ტიპი: ორგანიზაცია

1934 წლის დეკემბერსა და 1935 წლის იანვარში ქრისტინე შარაშიძემ შეამოწმა საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებისეული ბიბლიოთეკიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადმოტანილი წიგნების მთელი ფონდი, შეადგინა სიები და დაიწყო საქართველოს მუზეუმიდან წიგნების გამოთხოვა. შედეგად მიიღო წიგნების ნაწილი.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს ქართველი საბჭოთა მხატვრების კავშირის გამგეობის დადგენილებით, ჩამოყალიბდა ქართული მხატვრობის ისტორიის შემსწავლელი სექცია, რომლის წევრებად დამტკიცეს: გრიგოლ ბუხნიკაშვილი (თავმჯდომარე), იაკობ ნიკოლაძე, დავით კაკაბაძე, შალვა ამირანაშვილი და ლ. ქიქოძე (პასუხისმგებელი მდივანი). სექცია მიზნად ისახავდა მხატვართა ცხოვრებიდან ფაქტობრივი მასალების შეგროვებას.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წლის ზაფხულში დავით დემეტრაძე მწერალთა კავშირის გაფართოებულ კრებაზე მოხსენებით გამოვიდა.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის შემოდგომაზე ხონის პარტორგანიზაციის დოკუმენტების შემოწმებისას აღმოაჩინეს, რომ ყოფილი ტროცკისტი დავით ხუროძე პარტიას წარსულს უმალავდა და ის პარტიიდან გარიცხეს.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს ფერომარგანეცის ქარხნის დირექტორმა, ვასო მზარეულაშვილმა ისაუბრა ქარხანაში არსებულ მდგომარეობასა და სამომავლო გეგმებზე.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის შემოდგომაზე ქართველმა მწერლებმა – პაოლო იაშვილმა, ტიციან ტაბიძემ, გალაკტიონ ტაბიძემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, შალვა დადიანმა და კონსტანტინე ლორთქიფანიძემ – ამიერკავკასიის დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელს გააცნეს ახალი შრომები, რომლებსაც რევოლუციის 18 წლისთავისთვის ამზადებდნენ, და გეგმების შესახებაც ისაუბრეს.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წელს, სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიენიჭათ კლიმენტი ვოროშილოვს, მიხეილ ტუხაჩევსკისა და ალექსანდრე ეგოროვს.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის შემოდგომაზე გრიგოლ რატიანი და ონისიმე ხობუა ტროცკისტული შეხედულებების გამო ხონის პარტორგანიზაციიდან გარიცხეს.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წელს ამბროლაურში ტროცკისტ გრიგოლ ენუქიძის დაუდევრობის გამო სატყეო მეურნეობამ 300 000 მანეთით იზარალა.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წელს ფრუნზეს სახელობის ქართული მსროლელი დივიზიის მეორე შეერთებული ათასეულის წევრები იყვნენ: ალექსანდრე პაპუაშვილი, ნიკოლოზ ინაშვილი, დავით ნამგალაძე, ნიკოლოზ ცხოვრებოვი, ს. ცხოვრებაშვილი, სირბილაძე, ბაბკ. გეურქოვი, კამ. ჰუსეინოვი, დიმ. ჭალაშვილი, ალექსანდრე დევიძე და შალვა მესხი.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წელს ფრუნზეს სახელობის ქართული მსროლელი დივიზიის მეორე შეერთებული ათასეულის წევრები იყვნენ: ივანე თეთრეული, ბ. ნებიერიძე, გიორგი ქარცივაძე, ილია ჭელიძე, მოწერელია, ბურჯანაძე, ვლად. ფოლადიშვილი, ივანე ბალიაშვილი, კუჭავა, დავით მჟავანაძე და ლ. მიმინოშვილი.

1935

ტიპი: ავტორობა

ქრისტინე შარაშიძის ჩანაწერის მიხედვით, 1935 წლის თებერვალში თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის რექტორის ბრძანებით უნივერსიტეტის მარჯვენა ფრთიდან მარცხენაში ბიბლიოთეკის აპარატურა და 40 000-ზე მეტი წიგნი გადაიტანეს.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის შემოდგომაზე ხონის პარტორგანიზაციაში დოკუმენტების შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ამბაკო კორძაძე 1926-1927 წლებში აქტიურად იბრძოდა პარტიის წინააღმდეგ. ის პარტიიდან გარიცხეს.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს საქართველოს კპ (ბ) ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, სტამბა „კომუნისტის“ დირექტორს, ნაზარეტიანს გამოეცხადა სასტიკი საყვედური, მოიხსნა დაკავებული თანამდებობიდან და გადაყვანილი იქნა სტამბის საამქროს გამგედ.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წლის შემოდგომაზე ხონის პარტორგანიზაციიდან გარიცხეს საშუალო განათლების მქონე პირები – ლიუბა ბუაძე, ნინა ქვათელაძე, სონია გახოკიძე და ეკატერინე ტაბიძე – რომელთაც წაკითხული არ ჰქონდათ ლავრენტი პავლეს ძე ბერიას მოხსენება „ამიერკავკასიის ბოლშევიკური ორგანიზაციების ისტორიის საკითხისათვის".

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წელს ფრუნზეს სახელობის ქართული მსროლელი დივიზიის მეორე შეერთებული ათასეულის წევრები იყვნენ: ნიჟარაძე, შალვა გორდაძე, კონსტანტინე პაპიაშვილი, მიქელთაძე, დავით წერეთელი, აკაკი მარრი, ბორის გინცბურგი, შ. ჩოფიკაშვილი, დ. მარაკველიძე, მურჩევი და ვ. ნარიმანიძე.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წელს ყოფილი ფედერალისტი ავერიონ ქაროსანიძე, ვაჭრის შვილი და თვითონაც ყოფილი ვაჭარი, ხონის პარტორგანიზაციიდან გარიცხეს.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის შემოდგომაზე ხონის პარტორგანიზაციაში პარტდოკუმენტების შემოწმების შედეგად აღმოაჩინეს, რომ დომენტი კინწურაშვილი სოფლად მიწის ყიდვა-გაყიდვას უწყობდა ხელს. ის პარტიიდან გარიცხეს.

1935

ტიპი: ღონისძიება

1935 წელს ექსპლოატატორი დიმიტრი ყიფიანი აბელ ენუქიძის განკარგულებით პენსიას იღებდა.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წლის შემოდგომაზე ხონის პარტორგანიზაციის პარტიული დოკუმენტების შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ ალიოშა ბახტაძე ანტისაბჭოთა ელემენტებს სისტემატურად ეხმარებოდა და ის პარტიიდან გარიცხეს.

1935

ტიპი: თანამდებობა

1935 წელს, სსრკ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებით, საბჭოთა კავშირის მარშლის წოდება მიენიჭათ სემიონ ბუდიონსა და ვასილ ბლიუხერს.

1935

ტიპი: ორგანიზაცია

1935 წელს ვიქტორ გაბესკირია შევიდა საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირში.

1935

ტიპი: ავტორობა

1935 წელს გიორგი ნახუცრიშვილმა დაასრულა რომანი „მგელკაცა”.