საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89045

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 21 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გიორგი ბესარიონის ძე მაჭუტაძე ალექსანდრე გიორგის ძე მაჭუტაძის მამა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 10 მარტის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, გოგი ნიშნიანიძე მარტონ ნიშნიანიძის ძმისწული იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 9 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, სოფიო ივანეს ასული ფავლენიშვილი თამარ ვასილის ასულ ფავლენიშვილის დედა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 9 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვასილ ივანეს ძე ფავლენიშვილი თამარ ვასილის ასულ ფავლენიშვილის მამა იყო.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920 წლის 12 აპრილს დიდუბის ეკლესიაში უდროოდ გარდაცვლილი თამარ ვასილის ასულ ფავლენიშვილის წლის წირვას და პანაშვიდს გადაიხდიდნენ.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ვარლამ ივანეს ძე თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი ანტონ ივანეს ძე თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის ძმა იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, არჩილ პარმენის ძე თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თინა პარმენის ასული თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, მარო პარმენის ასული თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, თამარ პარმენის ასული თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის ქალიშვილი იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, ლიუბა ალექსის ასული თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის მეუღლე იყო.

1920

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ მიხედვით, შოთა პარმენის ძე თვალჭრელიძე პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძის ვაჟი იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, შოთა პარმენის ძე თვალჭრელიძე ქუთაისის პირველი გიმნაზიის მე-7 კლასის მოწაფე იყო.

1920

ტიპი: თანამდებობა

1920 წლის 3 აპრილის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პარმენ ივანეს ძე თვალჭრელიძე ქუთაისის პირველი გიმნაზიის მასწავლებელი იყო.

2000

ტიპი: ღონისძიება

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, იოსებ ჯუგაშვილი ცდილობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში არალეგალური წრეები შეექმნა.

1896

ტიპი: ღონისძიება

1896 წლის ივლისიდან იოსებ ჯუგაშვილის სოციალური შინაარსის ლექსები უკვე გაზეთ „კვალში“ იბეჭდებოდა.

1897

ტიპი: ღონისძიება

1897 წლის იანვარში იოსებ ჯუგაშვილი აკრაძალული წიგნის ქონისა და კითხვის გამო მკაცრად გააფრთხილეს და კარცერში ჩასვეს.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს ლადო კეცხოველი მონაწილეობდა თბილისის სასულიერო სასწავლებლის მოსწავლეთა გაფიცვაში, რის გამოც ის სასწავლებლიდან გარიცხეს.

1895

ტიპი: ავტორობა

1895 წლის 14 ივნისს ილია ჭაებავაძის „ივერიაში“ გამოქვეყნდა იოსებ ჯუგაშვილის სამსტროფიანი ლექსი, რომელიც დღეს ცნობილია სახელწოდებით „დილა“.

1894

ტიპი: ღონისძიება

1894 წლის აგვისტოში იოსებ ჯუგაშვილმა სასულიერო სემინარიაში სწავლა დაიწყო.

1892

ტიპი: ღონისძიება

1892 წელს ლადო კეცხოველის ხელმძღვანელობით მოსწავლეთა წრემ გამოუშვა არალეგალური ჟურნალი „განთიადი“.

2000

ტიპი: ავტორობა

2000 წელს გამოცემული წიგნის „სოსო ჯუგაშვილის ამბავის“ ცნობით, საქართველოში მარქსისტული იდეების გავრცელებაში დიდი როლი შეასრულა ცნობილმა ქართველმა მწერალმა ეგნატე ნინოშვილმა.

1893

ტიპი: ღონისძიება

1893 წელს მიხა ცხაკაიას ხელმძღვანელობით დაარსდა მოსწავლეთა რევოლუციური წრე, რომელმაც 1893 წლის დეკემბერში მოაწყო სემინარელთა დიდი გაფიცვა, რაც მიმართული იყო სასწავლებელში გამეფებული იეზუიტური რეჟიმის წინააღმდეგ.