რეგისტრირებული ფაქტები89503
სორტირება თარიღი მზარდობით
1970
ტიპი: ავტორობა
1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა ვარშავაში ნიკოლოზ მათიკაშვილს მისწერა, რომ ვიქტორ ნოზაძის „ვეფხისტყაოსნის“ 5 კვლევიდან ერთი – „ვეფხისტყაოსნის საზოგადოებათა მეტყველება“ – აკლდა და გაგზავნა სთხოვა. მას ვ. ნოზაძის ნაშრომების საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისთვის გადაცემა სურდა.
1970
ტიპი: ღონისძიება
1970 წლის 12 იანვარს მიხეილ კვალიაშვილმა პოზნანიდან ვლადიმერ ციბაძეს, გრიგოლ ტურაშვილს, ვალერიან თევზაძესა და ნიკოლოზ მათიკაშვილს ვიქტორ ნოზაძისგან მიღებული თამარ პაპავას წიგნი „გაბნეული საფლავები“ გაუგზავნა.
1970
ტიპი: გარდაცვალება
მამია ასათიანი გარდაიცვალა 1970 წლის 5 მარტს. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
1970
ტიპი: გარდაცვალება
გენერალი გიორგი კვინიტაძე 96 წლისა გარდაიცვალა 1970 წლის 7 აგვისტოს პარიზთან ახლოს, შატუში.
1970
ტიპი: ღონისძიება
1917 წლის 30 დეკემბერს საქართველოს ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის სხდომაზე ნოე ჟორდანიამ ისაუბრა ქართული ჯარის ნაწილზე, რომელიც რუსეთში ბაქოს გავლით უნდა ჩასულიყო, მაგრამ აზერბაიჯანში არსებული არეულობის გამო, სადგურზე იყო გაჩერებული.
1971
ტიპი: თანამდებობა
1971-1984 წლებში ალექსანდრე ჭიჭინაძე მოსკოვის კ. სტანისლავსკის სახელობის მუსიკალური თეატრის ბალეტმაისტერი იყო.
1971
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1971 წელს პოზნანში მიხეილ კვალიაშვილის პენსია ხელფასიანად თვეში 2300+575 ზლოტი იყო, ამას ემატებოდა ვირტუტი მილიტარის ორდენის 500 ზლოტი.
1971
ტიპი: ღონისძიება
1971 წლამდე მიხეილ კვალიაშვილს პარიზიდან პოზნანში მოსდიოდა ჟურნალი „ბედი ქართლისა“ და უნივერსიტეტის წიგნსაცავის ქართული კულტურის განყოფილებას აბარებდა.

