რეგისტრირებული ფაქტები89289
სორტირება თარიღი მზარდობით
2012
ტიპი: ნასამართლეობა
1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ ჯღარკავას გლეხთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.
2015
ტიპი: თანამდებობა
2015 წელს პაატა ნაცვლიშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის, ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო.
2023
ტიპი: პირადი ურთიერთობა
1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ სახელგამი მისთვის ჰონორარის გადახდას არ აპირებდა, რადგან მამამისს, დავით კლდიაშვილს, რამდენიმე წლის წინ ავანსად 4000 მანეთი აუღია.
2024
ტიპი: ღონისძიება
1898 წლის 6 ნოემბერს დუშეთის სამოყვარულო დასის სცენაზე ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“ წარმოადგინეს. სპექტაკლში ვერა ვლადიმიროვისა, ნ. ჯინჭველაძისა, ნ. დაფქვიაშვილი, ლადო ფეიქრიშვილი, ალ. ვლადიმიროვი, შ. ჯინჭველაძე, ალ. ლალიაშვილი და გ. შახმადინი მონაწილეობდნენ.
2024
ტიპი: გარდაცვალება
1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ერემის ძე ანთაძე გერმანიის საზღვარზე ბრძოლის დროს გარდაიცვალა.
2024
ტიპი: თანამდებობა
1902 წელს ქალაქის გამგეობის წევრად და მოურავის მოადგილედ ნამუშევარ ა. ა. ივანენკოს ქალაქის მოურავობაზე კენჭისყრა სურდა.
2026
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნების“ (N2) ცნობით, ნინო ჩხეიძის დედა იყო ევგენია ქოქრაშვილი. იგი კარგ სცენისმოყვარედ ითვლებოდა.
2026
ტიპი: ორგანიზაცია
1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, სომეხთა სახალხო პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიყვანა მ. ი. პაპაჯანოვი, ს. ს. არუტინოვი, კ. მ. ტერ-პეტროსოვი, ექიმი ა. აივაზიანი, ი. ა. ვარიანი.
2026
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძე იყო საშუალო შეძლების აზნაურის შვილი სოფ. გოდოგანიდან (ქუთაისის მაზრა).

