საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89289

1905

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1905 წლის ამნისტიამ სილიბისტრო ჯიბლაძე შესაძლებლობა მისცა, გადასახლებიდან სამშობლოში დაბრუნებულიყო.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 14 ნოემბერს ბათუმში დაატყვევეს ყოფილი მეჯლისის (რომელიც ბოლშევიკების მიერ იყო მოწვეული) 25 წევრი, მათ შორის – აჭარის რევკომის ყოფილი თავმჯდომარე ხასან ლორთქიფანიძე, ჰუსეინ-ბეგ ბიბი-ზადე, ზია ხარაზი და სხვ., ასევე სტამბოლიდან ახლად დაბრუნებული ზია-ბეგ აბაშიძე.

1921

ტიპი: ნასამართლეობა

1921 წლის ჟურნალ „თავისუფალი საქართველო“ (N13) ცნობით, ოქტომბრის დამლევს ბოლშევიკებმა მეტეხის ციხეშიც გააძლიერეს რეპრესიები. ჩეკას გამომძიებელმა ფედორენკომ ტუსაღები ნიკოლოზ ზურაბიშვილი და ნიკოლოზ ჩაბიშვილი ფიზიკურად დასაჯა და კარცერში დაამწყვდია, რადგან უცოდინრობის გამო რუსულად ვერ მისცეს ჩვენება. ამის გამო ტუსაღებმა პროტესტი გამოუცხადეს რევკომისა და ჩეკას წარმომადგენლებს, რაც უყურადღებოდ დატოვეს.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის 9 ოქტომბერს შტატის შემცირების მიზეზით თბილისში დაითხოვეს 160-მდე მუშა, ხოლო ნავთლუღ-კახეთის გზებიდან – 100-მდე. მირონოვმა შეიმუშავა ახალი პროექტი, რომლის თანახმადაც 860 მუშა უნდა გაეთავისუფლებინა, ამავე დროს რუსეთიდან იწერდა ახალ მუშებს, რომელთა ერთი ნაწილი უკვე ჩამოვიდა საქართველოში და ქართველების ადგილი დაიკავა.

1921

ტიპი: ავტორობა

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N11) დაიბეჭდა ნოე ჟორდანიას წერილი „პასუხი „როსტას“ (ბოლშევიკურ სააგენტოს).

1921

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N11) დაიბეჭდა პარმენ ჭიჭინაძის ნეკროლოგი. იგი გარდაიცვალა მეტეხის ციხეში ტვინის ანთებით. ბოლშევიკურმა მთავრობამ უკანასკნელ წუთს მისცა მეგობრებს ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანის ნება. მას თავს ედგა სილიბისტრო ჯიბლაძე.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძე იყო საშუალო შეძლების აზნაურის შვილი სოფ. გოდოგანიდან (ქუთაისის მაზრა).

1921

ტიპი: განათლება

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალი საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძე დედისერთა იყო, ამიტომ სიღარიბის მიუხედავად ქუთაისის გიმნაზიაში შეიყვანეს.

1893

ტიპი: განათლება

1893 წელს პარმენ ჭიჭინაძემ ქუთაისის გიმნაზია დაამთავრა და იმავე წელს სწავლა ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო.

1898

ტიპი: განათლება

1898 წელს პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი დაამთავრა.

1898

ტიპი: ღონისძიება

1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვის უნივერსიტეტი დაამთავრა, რუსეთის მუშათა წრეებსა და ინტელიგენციაში, კერძოდ სტუდენტობაში, განსაკუთრებული გავლენა მოიპოვა სოციალ-დემოკრატიამ და პარმენიც მოწინავე სტუდენტობასთან ერთად ბრძოლაში ჩაება.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძემ ხარკოვში გაიცნო სოციალ-დემოკრატი მიხა ცხაკაია, რომელმაც უფრო დააკავშირა სოციალ-დემოკრატიასა და მუშათა კლასთან.

1898

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1898 წელს, როცა პარმენ ჭიჭინაძე ხარკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა, უკვე გარკვეულად მარქსისიტი იყო.

1921

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, ხარკოვიდან დაბრუნებულმა პარმენ ჭიჭინაძემ პირველად მუშაობა ქუთაისში დაიწყო. სულ მალე ყველამ იცოდა, რომ ექიმი ჭიჭინაძე დასელი იყო. მან დემოკრატიულ წრეებში მალე დაიმსახურა პატივისცემა, ანტიდემოკრატიულ წრეებში კი მტრები გაიჩინა.