საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89316

2003

ტიპი: გარდაცვალება

კლავდია დევდარიანი გარდაიცვალა 2003 წლის 21 მარტს თბილისში.

2008

ტიპი: თანამდებობა

2008 წელს თენგიზ სულხანიშვილი გაზეთ „თბილისი-ნიუ-იორკის“ კორესპონდენტი იყო.

2008

ტიპი: გარდაცვალება

მარიამ ბარათაშვილი გარდაიცვალა 2008 წლის 30 დეკემბერს.

2012

ტიპი: ნასამართლეობა

1912 წლის 14 დეკემბრის გაზეთ „იმერეთის“ ცნობით, სამსონ ჯღარკავას გლეხთა გამათავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობა ედებოდა ბრალად.

2015

ტიპი: თანამდებობა

2015 წელს პაატა ნაცვლიშვილი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის, ისტორიისა და გეოგრაფიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი იყო.

2023

ტიპი: გარდაცვალება

1923 წლის 20 მაისს როსტომ ილიას ძე მუსხელიშვილი ბოლშევიკებმა დახვრიტეს.

2023

ტიპი: პირადი ურთიერთობა

1931 წლის 13 აგვისტოს შალვა აფხაიძემ სერგო კლდიაშვილს სიმონეთში მისწერა, რომ სახელგამი მისთვის ჰონორარის გადახდას არ აპირებდა, რადგან მამამისს, დავით კლდიაშვილს, რამდენიმე წლის წინ ავანსად 4000 მანეთი აუღია.

2024

ტიპი: ღონისძიება

1898 წლის 6 ნოემბერს დუშეთის სამოყვარულო დასის სცენაზე ავქსენტი ცაგარლის პიესა „ციმბირელი“ წარმოადგინეს. სპექტაკლში ვერა ვლადიმიროვისა, ნ. ჯინჭველაძისა, ნ. დაფქვიაშვილი, ლადო ფეიქრიშვილი, ალ. ვლადიმიროვი, შ. ჯინჭველაძე, ალ. ლალიაშვილი და გ. შახმადინი მონაწილეობდნენ.

2024

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით გიორგის ძე ნახუცრიშვილი 1876 წელს სოფელ ხაშმში დაიბადა.

2024

ტიპი: გარდაცვალება

1916 წლის 20 თებერვლის ჟურნალის „თეატრი და ცხოვრება“ ცნობით, დავით ერემის ძე ანთაძე გერმანიის საზღვარზე ბრძოლის დროს გარდაიცვალა.

2024

ტიპი: თანამდებობა

1902 წელს ქალაქის გამგეობის წევრად და მოურავის მოადგილედ ნამუშევარ ა. ა. ივანენკოს ქალაქის მოურავობაზე კენჭისყრა სურდა.

2025

ტიპი: ავტორობა

1918 წლის 5 მარტს სვანეთის რაიონის კომისარიატის თანამშრომლებმა მიხეილ პირველმა და ლევან კორძაიამ საქართველოს ეროვნულ საბჭოს გაუგზავნეს წერილი ლეჩხუმის რეგიონში მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ეროვნული საბჭოს წარმომადგენლების გაგზავნის აუცილებლობაზე.

2025

ტიპი: ავტორობა

1917 წლის წლის 15 ოქტომბერს იოსებ გრიშაშვილს საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო კლუბში (ლორის-მელიქოვის ქ. N1, ძველი სემინარიის შენობაში) უნდა წაეკითხა მოხსენება „საიათნოვა, როგორც ერეკლე მეფის მგოსანი“. ლექციის შემოსავალი მოხმარდებოდა პარტიას.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნების“ (N2) ცნობით, ნინო ჩხეიძის დედა იყო ევგენია ქოქრაშვილი. იგი კარგ სცენისმოყვარედ ითვლებოდა.

2026

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, სომეხთა სახალხო პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიყვანა მ. ი. პაპაჯანოვი, ს. ს. არუტინოვი, კ. მ. ტერ-პეტროსოვი, ექიმი ა. აივაზიანი, ი. ა. ვარიანი.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძე იყო საშუალო შეძლების აზნაურის შვილი სოფ. გოდოგანიდან (ქუთაისის მაზრა).