საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები89405

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1919 წლის ნოემბრის ჟურნალ „ხელოვნების“ (N2) ცნობით, ნინო ჩხეიძის დედა იყო ევგენია ქოქრაშვილი. იგი კარგ სცენისმოყვარედ ითვლებოდა.

2026

ტიპი: ორგანიზაცია

1917 წლის 14 ოქტომბრის „სახალხო საქმის“ ცნობით, სომეხთა სახალხო პარტიამ დამფუძნებელი კრების სიაში შეიყვანა მ. ი. პაპაჯანოვი, ს. ს. არუტინოვი, კ. მ. ტერ-პეტროსოვი, ექიმი ა. აივაზიანი, ი. ა. ვარიანი.

2026

ტიპი: პირადი ინფორმაცია

1921 წლის 15 ოქტომბრის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოს“ (N11) ცნობით, პარმენ ჭიჭინაძე იყო საშუალო შეძლების აზნაურის შვილი სოფ. გოდოგანიდან (ქუთაისის მაზრა).

2026

ტიპი: ავტორობა

1922 წლის 15 მარტის „თავისუფალი საქართველოში“ (N18) დაიბეჭდა ნოე ხომერიკისა და რ. არსენიძის კონსტანტინეპოლიდან გამოგზავნილი სამგლოვიარო დეპეშები სილიბისტრო ჯიბლაძის გარდაცვალების გამო.

2026

ტიპი: გარდაცვალება

1921 წლის 30 სექტემბრის ჟურნ. „თავისუფალი საქართველო“ (N9-10) იუწყება, რომ თბილისში სექტემბრის პირველ რიცხვებში გარდაიცვალა სამსონ კილაძე და უცნობია, რა გახდა მისი მოულოდნელი სიკვდილის მიზეზი.