რეგისტრირებული ფაქტები90612
სორტირება თარიღი მზარდობით
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ გერმანიის პარლამენტში განიხილეს საკითხი ელზასსა და ლოტარინგიის ახალი მმართველობის დაწესების შესახებ. ცნობილია, რომ მათ უმაღლესი გამგეობა მართავდა და უმაღლეს საბჭოსაც კი არ ჰქონდა უფლება დამოუკიდებლად მიეღო რაიმე სახის გადაწყვეტილება.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ საზაფხულო თეატრში წარმოადგინეს გაბრიელ სუნდუკიანცის დასამახსოვრებელი კომედია „ხათაბალა“, რომელშიც მონაწილეობდნენ ელენე ყიფიანისა, კონსტანტინე ყიფიანი და ვასილ აბაშიძე.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 1874 წლის 17 აპრილიდან დაწესდა ღერბის ფული, რომლის თანახმად თუ საჩივრის ქაღალდს 2 აბაზიანი მარკა არ ეკრა, ამ შემთხვევაში მას სასამართლო უკან უბრუნებდა გლეხს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით სასამართლოებში საქმის წარმოება სრულიად თავისუფალი უნდა ყოფილიყო ღერბის ფულისგან.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პედაგოგი კუშინსკის თქმით უწმინდესი სინოდის განკარგულებით მოსწავლეები ვალდებულნი იყვნენ ესწავლათ ქართულად წერა საერო და საეკლესიო ისტორიისა. თუმცა კუშინსკის ყველა განცხადება, რომელიც ქართული ენის სწავლებას ეხებოდა ეწინააღმდეგებოდა რეალურ ფაქტებს, რადგან სწორედ მან ჩამოართვა რამდენიმე მოსწავლეს ქართულ ენაზე დაწერილი წიგნები და სათანადოდაც დატუქსა ისინი.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ პედაგოგი კუშინსკის თქმით სასულიერო სემინარიაში მოსწავლეები ვალდებულნი იყვნენ ქართულად ესწავლათ საეკლესიო გალობა. აქვე დართულია რედაქციის პასუხი, რომ როცა სემინარიაში ქართული ენის პედაგოგი არ ჰყავდათ, როგორ შეასწავლიდნენ მოსწავლეებს საეკლესიო გალობას ქართულად.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სასულიერო სემინარიაში პედაგოგი კუშინსკი მოსწავლეებს რუსულ ენაზე აკითხებდა ქადაგებებს, რაც თავისთავად ქართული ენის სწავლებაზე არ მეტყველებდა.
1877
ტიპი: თანამდებობა
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ სემინარიაში ქართული ენის მასწავლებლად დანიშნეს ტატიევი, რომელსაც თავად მოსწავლეები ასწავლიდნენ ქართულ ასობგერებს.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 7 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ უფროსი კუშინსკისა და რექტორი ვალენტინის წყალობით მასწავლებელი ლაზარე ტურიევი სემინარიიდან დაითხოვეს და ამით საბოლოოდ აღკვეცეს ქართული ენის სწავლება სემინარიაში.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ 12 მარტს ზედამხედველობის კომიტეტმა თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკში რევიზია ჩაატარა, მისი საქმიანობით კმაყოფილი დარჩა და წარმოადგინა მათ მიერ გაცემული მოკლე და გრძელვადიანი სესხების სია.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 15 აპრილს საზაფხულო თეატრში უნდა წარმოედგინათ გაბრიელ სუნდუკიანცის სამმოქმედებიანი კომედია „ხათაბალა“.
1877
ტიპი: ავტორობა
1877 წლის 14 აპრილის გაზეთი „ივერია“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით იუწყება, რომ სახალხო სასწავლებლებში ახალგაზრდა მასწავლებლების მიღება დაიწყეს, რაც სასულიერო პირებისთვის უსიამოვნო ფაქტი იყო, რადგან მათ ეკავათ ეს თანამდებობა. ისინი მოსახლეობაში ხმას ავრცელებდნენ, რომ ახალგაზრდა მასწავლებლები ცუდ ზეგავლენას მოახდენდნენ მოსწავლეებზე, ამის გამო მოსწავლეთა რიცხვმაც იკლო, რაც ძალზედ სამწუხარო ფაქტი იყო.
1877
ტიპი: ღონისძიება
1877 წლის 14 აპრილს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა გაზეთ „Финансовое обозрение“-ში გამოქვეყნებული სტატია, რომ პეტერბურგში კავკასიიდან დაბრუნდა ინგლისელი ტექნოლოგი ჟ. გარტი, რომელსაც დავალებული ჰქონდა კავკასიაში მოეძიებინა ის ადგილები, საიდანაც შესაძლებელი იყო ნავთობის მოპოვება.

