საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები81551

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სასულიერო პირის სოლომონ ფირანოვის წერილი, რომლის თანახმად მან თელავის მოსახლეობას შეაგროვებინა ეკლესიისთვის კანკელის ასაშენებელი თანხა, რადგან არსებული კანკელი არასწორად იყო აგებული და საჭირო იყო მისი დანგრევა. ფირანოვის თქმით კალატოზები ბიძინაშვილი და ხახუტაშვილი ძველი კანკელის დანგრევაზე ვერ დაითანხმა, რადგან მათ კანკელი ნაკურთხი ეგონათ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სასულიერო პირის სოლომონ ფირანოვის წერილი, რომელშიც ადასტურებს, რომ ალექსანდრე ვახვახიშვილის წინააღმდეგ მან შეიტანა საჩივარი თელავის მომრიგებელ მოსამართლესთან და უარყოფს თითქოსდა მას 13 მოწმე ჰყავდა მის წინააღმდეგ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი ჯორჯაძემ არაერთხელ სთხოვა სოფელ ნაფარეულის თავკაცს, რომ დიდოელებიდან მომავალ გზებზე ყარაულები დაეყენებინა, რომ მათ მოსახლეობისთვის საქონელი არ მოეპარათ.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ ა. კავთელის, ფრიდონ ივანეს ძე ჯაბადარის და თევდორე გულისოვის ინიციატივით საგარეჯოში დააარსეს კომიტეტი ექიმის მოწვევის თაობაზე, რომლის მიზანი ავადმყოფების უსასყიდლოდ მკურნალობა იქნებოდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. კავთელის სტატია, რომ საგარეჯოში მცხოვრები ადამიანები შაქარა მდივანოვის დუქანში ყიდულობდნენ ციებ-ცხელების სამკურნალო წამალს.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 20 ოქტომბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ა. კავთელის სტატია, რომ საგარეჯოში ადამიანები ციებ-ცხელებითა და წითელათი ავადდებოდნენ.

1877

ტიპი: გარდაცვალება

1877 წლის 24 ოქტომბერს სარეკის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის მღვდელი პეტრე მაქსიმეს ძე ტყემალაძე გარდაიცვალა.

1877

ტიპი: ღონისძიება

გაზეთ „ივერიის“ ცნობით 1877 წლის 26 და 27 ოქტომბერს მუხაესტატედან ხუცუბანის მიმართულებით სადაც ოსმალები იყვნენ გამაგრებულები სროლა დაიწყეს ქართველებმა. დაპირისპირების დროს მსუბუქად დაიჭრა ქობულეთის ჯარის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი გიორგი ყაზბეგი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია, რომ ივრის ხეობაში ძალიან კარგი პურის მოსავალი აიღეს გლეხებმა, რომელიც მათგან ვაჭრებმა შეიძინეს დაბალ ფასად და დამალეს იმ იმედით, რომ საჭირო დროს, როცა მთავრობას ჯარის გამოსაკვებად პური დასჭირდებოდა ძვირად გაყიდდნენ. სამწუხაროდ ვაჭრები არ ფიქრობდნენ, რომ ჯარი იყო მათი ქონებისა და ოჯახის დამცველი.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია, რომ 15 სექტემბერს საგარეჯოში ჩავიდა გუბერნიის ექიმი, რომელმაც ადგილობრივ მამასახლისებს მისცა თავისი ხელით დაწერილი დარიგება, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რომ საქონლის ჭირი არ გავრცელებულიყო. სამწუხაროდ, არცერთ მამასახლისს არ გაუთვალისწინებია ეს დარიგება.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია, რომ 15 აგვისტოს კახეთში წმინდა გიორგის სახელობის დღესასწაულს დაესწრო, რომელსაც მოსახლეობა დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავდა. ღონისძების შემდეგ ეკლესიაში შევიდა, საიდანაც გამოსულს გზად მღვდელი შეხვდა და მოუთხრო თუ რა დიდ შემოსავალს იღებდა ეს ეკლესია ხალხისგან, რომელსაც ბლაღოჩინი თავის სასარგებლოდ იყენებდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ დ. რ-ს სტატია, რომ ახმეტაში მცხოვრებ გლეხებს მამასახლისები და მათი ხელქვეითები ვალის გადაუხდელობის გამო ოჯახში უვარდებოდნენ და თანხის სანაცვლოდ პური, ქვაბი და სხვა ნივთები გაჰქონდათ, რომლებსაც დუქნებში აგირავებდნენ, აღებული თანხით კი არაყსა და ღვინოს ყიდულობდნენ. დაგირავებული ნივთები 2 კვირის განმავლობაში მედუქნესთან ინახებოდა და თუ მეპატრონე თავის კუთვნილ ნივთს ვერ გამოისყიდდა, მედუქნე მათ თელავში გზავნიდა გასაყიდად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა ს. ოქრიაშვილის „გლეხის სიმღერა“.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ინფორმაციით საგარეჯოში მიხეილ ქურდოვანიძეს მოპარეს კამეჩის ტყავი, რომელიც შემდეგ ვაჭარ ალეკო ავთანდილოვის დუქანში აღმოაჩინა. მან ავთანდილოვის წინააღმდეგ მამასახლისს სთხოვა დახმარება, მაგრამ ამაოდ, ვერაფერს გახდა.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ა. კავთელის სტატია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ საგარეჯოში საშინლად იყო გავრცელებული ქურდობა, ერთი ღამე ისე არ გავიდოდა, რომ ვინმეს მარანი, სახლი ან დუქანი არ გაეძარცვათ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სურამის მახლობლად ტყის პირას გაშლილი იყო 31-ე და 34-ე თეთრი კარვები ავადმყოფებისათვის. აქედან ერთ-ერთი კარვის გადატანას გორში აპირებდნენ, ხოლო მეორესთვის ახალი სახლი უნდა აეშენებინათ ზამთარში ავადმყოფების შესაფარებლად.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ს. ბავრელის სტატია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სურამში საზოგადოებისთვის ერთადერთი გამამხიარულებელი რამ ბილიარდის თამაში იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 3 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ სოლომონ ბავრელის სტატია, რომლიდანაც ვიგებთ, რომ სურამი დატოვეს მოსკოვის აზნაურთა საზოგადოების ავადმყოფებმა და მათი წასვლით სურამიც დაცარიელდა.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთი „ივერია“ იუწყება, რომ გიორგი რომანოზის ძე ერისთავის ინიციატივით ჩამოაყალიბეს საზოგადოება, რომლის მიზანი ღარიბი მოსახლეობისთვის სათანადო განათლების მიცება იყო.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა სოლომონ ბავრელის მიერ მოძიებული „გლეხური ლექსები“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბრის გაზეთ „ივერიაში“ ილია ჭავჭავაძის რედაქტორობით დაიბეჭდა სტატია სოფლის მეურნეობის განვითარებისა და სათანადოდ შესწავლის აუცილებლობის შესახებ.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ რუბრიკით „საპოლიტიკო მიმოხილვა“ ხელმოუწერლად დაიბეჭდა ილია ჭავჭავაძის წერილი „ჩვენებმა ყარსი აიღეს“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 10 ნოემბერს გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა ილია ჭავჭავაძის წერილი, რომელიც მწერლის თხზულებათა ოცტომეულში დაიბეჭდა სათაურით „ღარიბ მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოება“.

1877

ტიპი: ავტორობა

1877 წლის 14 ნოემბერს ილია ჭავჭავაძემ მღვდელ ალექსი გულისაშვილს წერილი გაუგზავნა და სთხოვა, კიაზო ჩოლოყაშვილის მამულით დაინტერესებულებისთვის ინფორმაცია მიეწოდებინა.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წლის 15 ნოემბერს თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საადგილმამულო ბანკის საზოგადო კრებაზე დირექტორად აირჩიეს დავით ივანეს ძე ავალიშვილი.