საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91888

1877

ტიპი: ღონისძიება

1877-1878 წლებში ვასილ გაბაშვილი რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილეობდა, სადაც იგი ასეულს მეთაურობდა.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში ვასილ გაბაშვილი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1870

ტიპი: განათლება

1870 წელს ვასილ გაბაშვილმა თბილისის კლასიკური გიმნაზია დაასრულა.

1875

ტიპი: განათლება

1875 წელს ვასილ გაბაშვილმა თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი დაასრულა.

1875

ტიპი: ღონისძიება

1875 წლიდან ვასილ გაბაშვილმა პოდპორუჩიკის ჩინით დაიწყო სამსახური მე-20 ქვეითი დივიზიის თენგინის 77-ე ქვეით პოლკში.

1877

ტიპი: თანამდებობა

1877 წელს ვასილ გაბაშვილს პორუჩიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1879

ტიპი: ღონისძიება

1879-1885 წლებში ვასილ გაბაშვილი თურქეთის ლაშქრობებში მონაწილეობდა.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 3 თებერვალს ვასილ გაბაშვილს კაპიტნის წოდება მიენიჭა.

1895

ტიპი: თანამდებობა

1895 წლის 26 თებერვალს ვასილ გაბაშვილს პოდპოლკოვნიკის წოდება მიენიჭა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წლის 12 იანვარს ვასილ გაბაშვილს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908-1913 წლებში ვასილ გაბაშვილი კავკასიის გრენადერთა დივიზიის 1-ელ ბრიგადას მეთაურობდა.

1908

ტიპი: თანამდებობა

1908 წლის 28 ნოემბერს ვასილ გაბაშვილს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1924

ტიპი: ღონისძიება

1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებასთან დაკავშირებით, ვასილ გაბაშვილი თავიდან გაიწვიეს ჯარში.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916-1917 წლებში ვასილ გაბაშვილი ქალაქ თბილისის და თბილისის გამაგრებული რაიონის სამხედრო კომენდანტი იყო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ივლისში რუსეთის დროებითმა მთავრობამ ვასილ გაბაშვილი მეორედ დაითხოვა სამხედრო სამსახურიდან მუნდირით და პენსიით.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის თებერვლის რევოლუციისა და კავკასიის ფრონტის მოშლის შემდეგ, ვასილ გაბაშვილი ქართული ნაციონალური საარმიო შენაერთის ჩამოყალიბებაში მონაწილეობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის ბოლოს ვასილ გაბაშვილი ქართული ნაციონალური საარმიო კორპუსის სარდლად დაინიშნა, თუმცა, მალევე გადადგა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917-1921 წლებში ვასილ გაბაშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რეგულარული არმიის აღმშენებლობაში მონაწილეობდა.

1933

ტიპი: გარდაცვალება

ვასილ გაბაშვილი გარდაიცვალა 1933 წლის 17 მარტს თბილისში. დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

1915

ტიპი: ღონისძიება

1915 წლის 17 მაისს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისთვის და სამსახურში წარჩინებისთვის ვასილ გაბაშვილი 1917 წლის 8 ოქტომბერს წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენით.

1877

ტიპი: ღონისძიება

1877 წელს ვასილ გაბაშვილი საბრძოლო დამსახურებისა და სამსახურში წარჩინებისთვის წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.