რეგისტრირებული ფაქტები90667
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1897
ტიპი: თანამდებობა
1897-1900 წლებში ილია ოდიშელიძე უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის სამწყობრო განყოფილების უფროსი იყო.
1900
ტიპი: თანამდებობა
1900-1902 წლებში ილია ოდიშელიძე უსტ-დვინის სიმაგრის შტაბის უფროსად მსახურობდა.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლის 28 თებერვალს, კავკასიის ფრონტისა და არმიის გაუქმების შემდეგ ილია ოდიშელიძემ ეროვნული შენაერთების შექმნას შეუწყო ხელი.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 28 თებერვალს ილია ოდიშელიძე ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის თანაშემწე იყო.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ილია ოდიშელიძე სამხედრო მინისტრის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 26 მაისის შემდეგ ილია ოდიშელიძეს სამხედრო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი ეკავა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის 25 სექტემბერს ინფანტერიის გენერალი ილია ოდიშელიძე იმ კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა, რომელსაც ყველა საჭირო წესდების გადასინჯვა, თარგმნა, გამოცემა, სამხედრო ფორმის ახალი პროექტის განხილვა, საჯარისო სამსახურის ორგანიზება და ჯარების მოწყობასთან დაკავშირებული სხვა საქმეების განხილვა ევალებოდა.
1919
ტიპი: თანამდებობა
1919 წელს ილია ოდიშელიძე პარიზის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციაზე გაგზავნილი საქართველოს დელეგაციის სამხედრო ექსპერტი იყო.
1919
ტიპი: ღონისძიება
1919 წლის 1 მაისს ილია ოდიშელიძემ ივანე ჯავახიშვილთან ერთად წარადგინა დოკუმენტი, რომელშიც ისტორიული, ეთნოგრაფიული და სამხედრო-სტრატეგიული არგუმენტების გათვალისწინებით დადგენილი იყო საქართველოს ისტორიული საზღვრები.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის 4 თებერვალს ილია ოდიშელიძემ წარადგინა მოხსენება საქართველოს საზღვრების დაცვის შესახებ. მასში გაანალიზებული იყო არსებული ვითარება, საქართველოს შეიარაღებული ძალების მდგომარეობა და ქვეყნის დაცვისათვის საჭირო ღონისძიებები.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის ზაფხულში ილია ოდიშელიძე სამხედრო მინისტრის მოადგილედ დაინიშნა სამწყობრო მომზადების დარგში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920 წლის 13 დეკემბერს ილია ოდიშელიძე საქართველოს რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა.
1920
ტიპი: ღონისძიება
1920 წლის დასასრულში ილია ოდიშელიძემ და გენშტაბის უფროსმა, გენერალმა ზაქარიაძემ არაერთი წერილობითი მოხსენება გაუგზავნეს სამხედრო და საგარეო სამინისტროების გაერთიანებული კომისიისა და დამფუძნებელი კრების ფრაქციებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის და უსაფრთხოების დასაცავად საჭირო ზომების შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 11-12 თებერვლის ღამეს, ე.წ. „ლორეს ნეიტრალურ ზონაში“ განთავსებულ ქართულ ჯარს თავს დაესხნენ საბჭოთა რუსეთისა და საბჭოთა სომხეთის შეიარაღებული ძალები. ომის პირველი ეტაპი ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა წააგო. შედეგად, 16 თებერვლის დღის პირველი საათისთვის მთავარსარდალი გენერალი ილია ოდიშელიძე თანამდებობიდან გადააყენეს და მისი ადგილი გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დაიკავა.
1921
ტიპი: თანამდებობა
1921 წლის 16 თებერვალს ქართული ჯარის მთავარსარდლობიდან გადაყენების შემდეგ ილია ოდიშელიძე მთავრობის თავმჯდომარის სამხედრო მრჩევლად დაინიშნა.
1921
ტიპი: ღონისძიება
ილია ოდიშელიძემ 1921 წლის 24 თებერვალს მთავარსარდალ გიორგი კვინიტაძესთან გამართულ თათბირზე რუსეთის დავდასხმის შემდგომ შექმნილი ვითარება გააანალიზა და სამომავლო მოქმედების მიმართულებები დასახა.
1921
ტიპი: ღონისძიება
ილია ოდიშელიძე ერთ-ერთი იყო მათ შორის ვინც 1921 წლის 24 თებერვალს გენერალ გიორგი კვინიტაძის მიღებულ გადაწყვეტილებას ქალაქის დატოვების შესახებ შეეწინააღმდეგა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტიდან, მთავრობის წევრებთან ერთად ილია ოდიშელიძეც წავიდა ემიგრაციაში და იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წელს კონსტანტინოპოლში ყოფნისას ილია ოდიშელიძემ წაიკითხა მოხსენება 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ.
1921
ტიპი: ღონისძიება
საქართველოს მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის სხვა წევრებთან დაწყებული კონფლიქტის გამო, 1921 წელს გენერალი ილია ოდიშელიძე მათთან ერთად საფრანგეთში აღარ წასულა და კონსტანტინოპოლში დარჩა.

