საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები90961

2013

ტიპი: ღონისძიება

2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით გენერალ გიორგი მაზნიაშვილს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.

2008

ტიპი: ღონისძიება

2008 წლის 16 აპრილს ქართულ არმიაში გიორგი მაზნიაშვილის სახელობის მედალი „გენერალი მაზნიაშვილი" დაწესდა.

2008

ტიპი: ღონისძიება

2008 წლიდან სოფელ სასირეთში მოქმედებს გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახლ-მუზეუმი. თბილისში დაიდგა მისი ბიუსტი. ბათუმში, რუსთავსა და თბილისის ჩუღურეთის რაიონში არსებობს მისი სახელობის ქუჩა.

1865

ტიპი: პირადი ინფორმაცია

დავით ართმელაძე დაიბადა 1865 წლის პირველ თებერვალს, ქუთაისის გუბერნიის ოზურგეთის მაზრის სოფელ ქვიანში.

1870

ტიპი: განათლება

1870-იან წლებში დავით ართმელაძემ დაწყებითი განათლება ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში მიიღო.

1885

ტიპი: ღონისძიება

დავით ართმელაძემ სამხედრო სამსახური 1885 წლის 7 ნოემბერს დაიწყო.

1880

ტიპი: განათლება

1880-იან წლებში დავით ართმელაძემ თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი დაასრულა პირველი თანრიგით.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880-იან წლებში დავით ართმელაძე სამხედრო სამსახურის გასავლელად ელიზავეტპოლის 156-ე ქვეით პოლკში გაიგზავნა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880-იან წლებში დავით ართმელაძე ასეულს მეთაურობდა განჯაში.

1888

ტიპი: თანამდებობა

1888 წლის 1-ელ სექტემბერს დავით ართმელაძემ პოდპორუჩიკის წოდება მიიღო.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დავით ართმელაძე აქტიურად ჩაება ქართული ეროვნული არმიის ფორმირებაში.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წელს დავით ართმელაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში შევიდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან დავით ართმელაძე დასავლეთ საქართველოში გაშლილი 1-ლი ქვეითი დივიზიის მეთაურად დაინიშნა.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლის ბოლოს და 1919 წლის დასაწყისში დავით ართმელაძე დივიზიის ნაწილები და ქვედანაყოფები მონაწილეობდნენ სომხეთ საქართველოს ომში და თვითგამოცხადებული სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის” შეიარაღებული ძალების აგრესიის აღკვეთაში.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წლის აპრილში დავით ართმელაძის მეთაურობით ქართული ჯარის ერთ-ერთი საბრძოლო კოლონა არტაანში შევიდა და გაათავისუფლა იგი.

1921

ტიპი: თანამდებობა

1921 წლის 18-20 მარტს გენერალ მაზნიაშვილის სარდლობით თურქი ქემალისტების წინააღმდეგ ბათუმის განთავისუფლებისათვის წარმოებულ ბრძოლებში დავით ართმელაძე მეთაურობდა ერთ-ერთ საბრძოლო უბანს, რის შედეგადაც თურქები განდევნეს ბათუმიდან და ბათუმის ოლქიდან.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, დავით ართმელაძე საქართველოში დარჩა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წელს დავით ართმელაძე კოოპერაციაში შევიდა ბოლშევიკურ ხელისუფლებასთან და მონაწილეობდა ქართული წითელი არმიის ფორმირებასა და სამხედრო სასწავლებლის შექმნაში.

1938

ტიპი: გარდაცვალება

დავით ართმელაძე გარდაიცვალა 1938 წელს. დაკრძალულია სოფელ ქვიანის ეკლესიის სასაფლაოზე.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით ართმელაძე 1916 წლის 31 მაისს წმინდა გიორგის ოქროს იარაღით დააჯილდოვეს.

1917

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის დავით ართმელაძე 1917 წლის 6 იანვარს წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.