რეგისტრირებული ფაქტები91888
სორტირება ძველი ჩანაწერების მიხედვით
1918
ტიპი: თანამდებობა
1918-1921 წლებში ალექსანდრე გედევანიშვილი უწყვეტად იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო მინისტრის მოადგილე (ამხანაგი) სამწყობრო-ოპერატიულ დარგში.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლის ივლისი – 1919 წლის აპრილის პერიოდში ალექსანდრე გედევანიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი იყო.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918-1921 წლებში ალექსანდრე გედევანიშვილი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებასა და რეორგანიზაციაში.
1920
ტიპი: თანამდებობა
1920-1921 წლებში ალექსანდრე გედევანიშვილი რესპუბლიკის თავდაცვისა და სამხედრო საბჭოების წევრი იყო.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, ალექსანდრე გედევანიშვილი საქართველოში დარჩა.
1921
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის მარტის შემდეგ ალექსანდრე გედევანიშვილი საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სახალხო კომისარიატში მუშაობდა.
1933
ტიპი: გარდაცვალება
სხვადასხვა წყაროებით ალექსანდრე გედევანიშვილი გარდაიცვალა 1933 ან 1937 წელს. დეტალები უცნობია.
1884
ტიპი: ღონისძიება
1884 წლიდან ვარდენ წულუკიძე იმიერკასპიისპირეთის მე-8 მსროლელ ბატალიონში მსახურობდა.
1916
ტიპი: ღონისძიება
ფრონტზე მიღებული საბრძოლო ჭრილობის გამო, 1916-1917 წლებში ვარდენ წულუკიძე იმყოფებოდა ჯერ მინსკის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში, შემდეგ – კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში.
1918
ტიპი: ღონისძიება
1918 წლიდან ვარდენ წულუკიძე საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა.
1918
ტიპი: თანამდებობა
1918 წლიდან ვარდენ წულუკიძე რესპუბლიკის სამხედრო სამინისტროს პირადი შემადგენლობის განყოფილების უფროსად მსახურობდა.

