საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები91151

1923

ტიპი: განათლება

1923 წლის აპრილ-ოქტომბერში ივანე ყაზბეგმა გაიარა გადამზადება საარტილერიო კურსებზე, ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში ქალაქ ტორუნში.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923 წელს აუცილებელი პრაქტიკის გავლის შემდეგ ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მასწავლებლად მიიღეს.

1923

ტიპი: თანამდებობა

1923-1926 წლებში ივანე ყაზბეგი ქალაქ ტორუნის საარტილერიო სასწავლებელში მუშაობდა მასწავლებლად.

1926

ტიპი: თანამდებობა

1926 წელს ივანე ყაზბეგს პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერლის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931 წლის 31 აგვისტოს, კონტრაქტის დასრულების გამო, ივანე ყაზბეგი არმიიდან დაითხოვეს თადარიგში.

1931

ტიპი: ღონისძიება

1931-1943 წლებში ივანე ყაზბეგი ქალაქ ვარშავაში ცხოვრობდა.

1943

ტიპი: გარდაცვალება

ივანე ყაზბეგი გარდაიცვალა 1943 წლის 2 დეკემბერს. დაკრძალულია „Powązkowskim“-ის სასაფლაოზე.

1901

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ივანე ყაზბეგი 1901 წელს წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ივანე ყაზბეგი 1916 წელს წმინდა ანას III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს მახვილებით და ბაფთით.

1907

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ალექსანდრე ერისთავი 1907 წელს წმინდა ანას II ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ივანე ყაზბეგი 1914 წელს წმინდა ვლადიმირის IV ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1915

ტიპი: ღონისძიება

საბრძოლო დამსახურებისათვის და სამსახურში წარჩინებისათვის ივანე ყაზბეგი 1915 წელს წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1914

ტიპი: ღონისძიება

1914-1918 წლებში აბელ მაყაშვილი პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობდა.

1860

ტიპი: პირადი ინფორმაცია

აბელ მაყაშვილი დაიბადა 1860 წლის 6 ივნისს, კახეთში, თელავის მაზრის სოფელ იყალთოში.

1877

ტიპი: განათლება

1877 წელს აბელ მაყაშვილმა ელიზავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზია დაასრულა.

1880

ტიპი: განათლება

1880 წელს აბელ მაყაშვილმა ყაზანის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი, შემდეგ კი ოფიცრების მსროლელთა სკოლა დაასრულა.

1880

ტიპი: ღონისძიება

1880 წლიდან აბელ მაყაშვილი 164-ე ზაქათალის ქვეით პოლკში მსახურობდა.

1880

ტიპი: თანამდებობა

1880 წლიდან აბელ მაყაშვილი 164-ე ზაქათალის ქვეით პოლკში მეთაურობდა ასეულს და ბატალიონს.

1914

ტიპი: თანამდებობა

1914 წლის 25 ივნისს აბელ მაყაშვილი გორის 202-ე ქვეითი პოლკის მეთაურად დაინიშნა.

1914

ტიპი: ღონისძიება

პირველი მსოფლიო ომის წლებში აბელ მაყაშვილი თავის პოლკთან ერთად დასავლეთის ფრონტზე მუდამ ბრძოლის წინა ხაზზე იმყოფებოდა.

1916

ტიპი: თანამდებობა

1916 წლის 14 იანვარს აბელ მაყაშვილს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 26 აპრილიდან აბელ მაყაშვილი კავკასიის გრენადერთა ბრიგადას მეთაურობდა.

1917

ტიპი: ღონისძიება

1917 წლის ოქტომბრის ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ გენერალი აბელ მაყაშვილი თადარიგში გადავიდა და ოჯახთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა.