რეგისტრირებული ფაქტები91857
სორტირება თარიღი მზარდობით
2026
ტიპი: ღონისძიება
1921 წლის 15 ივლისის ჟურნალ „თავისუფალ საქართველოში“ (N3) დაბეჭდილ წერილში „ნ. ჟორდანია ბელგიაში“ აღნიშნულია, რომ სოციალისტურმა ორგანიზაციამ ნოე ჟორდანია ბრიუსელიდან ანტვერპენში მიიწვია. მუშათა ორგანიზაციამ იგი დიდებულად მიიღო. სტუმარს ახლდნენ კამილ ჰიუსმანსი, ლუი დე ბრიუკერი, ეკელერი და სხვ. იგი წარადგინა ეკელერმა და მოკლედ დაახასიათა ბელგიისა და საქართველოს ბედის მსგავსება.
2026
ტიპი: თანამდებობა
ნესტორ გარდაფხაძე 1924 წლის აგვისტოს აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი და სვანეთის ამბოხების ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.
2026
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თელავის მაზრის მცხოვრები, 60 წლის ლუკა ნიკოლოზის ძე ყარალაშვილი.
2026
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს სართიჭალის რაიონის მცხოვრები, 30 წლის ილო ზაქარიას ძე არსოშვილი.
2026
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები, 21 წლის გერასიმე მაქსიმეს ძე ფირცხალაიშვილი.
2026
ტიპი: გარდაცვალება
1924 წლის სექტემბერში საქართველოს საგანგებო კომისიის („ჩეკას“) სამეულის დადგენილებით დახვრიტეს თბილისის მაზრის მცხოვრები, 43 წლის გრიგოლ გიტოს ძე წიტაიშვილი.
2027
ტიპი: პირადი ინფორმაცია
1927 წლის დეკემბრის ჟურნალ „ბრძოლაში“ (N29-30) დაიბეჭდა წერილი „წამება ჩეკაში“ იმ პირთა შესახებ, რომლებიც გახდნენ ინკვიზიციის მსხვერპლნი თბილისის, სოხუმის, ბათუმის, ქუთაისის, ოზურგეთის ჩეკაში, მათ შორის იყო ვლასა ბოხოხაძე.

