საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტები

რეგისტრირებული ფაქტები92406

1919

ტიპი: თანამდებობა

1919 წლის 23 იანვარს გიორგი თავაძეს ქართული არმიის გენერლის წოდება მიენიჭა.

1919

ტიპი: ღონისძიება

1919 წელს გიორგი თავაძე თვითგამოცხადებული ე.წ. „ყარსის რესპუბლიკის” ჯარების აგრესიის აღკვეთაში მონაწილეობდა.

1921

ტიპი: ღონისძიება

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის რუსულ-თურქული ბოლშევიკურ ქემალისტური ოკუპაციის პერიოდში, რუსეთ-საქართველოს ომის მსვლელობისას, 1921 წლის თებერვლის ბოლოს საბჭოთა ხელისუფლებამ გიორგი თავაძე ტყვედ იყვანა.

1921

ტიპი: ღონისძიება

1921 წლის თებერვალში გიორგი თავაძე გენერალ წავჭავაძესა და გენერალ ახმეტელაშვილთან ერთად მოსკოვში გაგზავნეს.

1920

ტიპი: გარდაცვალება

1920-იან წლებში გიორგი თავაძე მოკლეს რიაზანის საკონცენტრაციო ბანაკში. გარდაცვალების ზუსტი თარიღი უცნობია. მისი საფლავი არ არსებობს.

1881

ტიპი: პირადი ინფორმაცია

გიორგი თაყაიშვილი დაიბადა ოზურგეთის მაზრაში, 1881 წლის 26 მაისს.

1881

ტიპი: სტატუსი

გიორგი თაყაიშვილი წარმომავლობის აზნაურის ოჯახიდან იყო.

1890

ტიპი: განათლება

1890-იან წლებში გიორგი თაყაიშვილმა განათლება მიიღო ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში.

1901

ტიპი: განათლება

1901 წელს გიორგი თაყაიშვილმა ნიკოლოზის საინჟინრო სასწავლებელი I თანრიგით დაასრულა.

1901

ტიპი: თანამდებობა

1901 წელს გიორგი თაყაიშვილს პოდპორუჩიკის წოდება მიენიჭა.

1900

ტიპი: ღონისძიება

1900-იან წლებში გიორგი თაყაიშვილი მე-19 მესანგრეთა ბატალიონში მსახურობდა.

1909

ტიპი: ღონისძიება

1909-1910 წლებში გიორგი თაყაიშვილი აღმოსავლეთ-ციმბირის მე-2 სანაპერწკლო ტელეგრაფის ასეულში მსახურობდა (ქალაქ ირკუტსკი).

1910

ტიპი: ღონისძიება

1910-1912 წლებში გიორგი თაყაიშვილმა სამსახური გააგრძელა კავკასიის სანაპერწკლო ტელეგრაფის I ასეულში.

1912

ტიპი: ღონისძიება

1912-1913 წლებში გიორგი თაყაიშვილი მესანგრეთა მე-2 ბატალიონში მსახურობდა.

1915

ტიპი: თანამდებობა

1915-1917 წლებში გიორგი თაყაიშვილი კავკასიის II საარმიო კორპუსის ინჟინრად მსახურობდა.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 19 აპრილს დროებითი მთავრობის სამხედრო მინისტრის ბრძანებით გიორგი თაყაიშვილი კავკასიის მე-2 საინჟინრო პოლკის მეთაურად დაინიშნა, ერთდროულად კავკასიის II საარმიო კორპუსის ინჟინრის თანამდებობის შენარჩუნებით.

1917

ტიპი: თანამდებობა

1917 წლის 6 აგვისტოს გიორგი თაყაიშვილს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა.

1907

ტიპი: ღონისძიება

1907 წელს გიორგი თაყაიშვილი წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გიორგი თაყაიშვილი წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

1916

ტიპი: ღონისძიება

1916 წელს გიორგი თაყაიშვილი წმინდა ანას IV და III ხარისხის ორდენებით დააჯილდოვეს.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918-1921 წლებში გიორგი თაყაიშვილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

1918

ტიპი: თანამდებობა

1918 წლიდან გიორგი თაყაიშვილი სამხედრო სამინისტროს გენერალური შტაბის განყოფილების საინჟინრო-ტექნიკური სექციის უფროსი იყო.

1918

ტიპი: ღონისძიება

1918 წლიდან საქართველოსა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკების მთავრობებს შორის დადებული სამხედრო თანამშრომლობის ფარგლებში გიორგი თაყაიშვილი ეხმარებოდა აზერბაიჯანულ მხარეს ბაქოს გამაგრებული რაიონის პროექტირებაში და ასეთივე გამაგრებების მოწყობაში რუსეთ-აზერბაიჯანის სასაზღვრო მდინარე სამურზე.